მოგზაურობა იხილეთ საინტერესო და სახალისო აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან!!! 2016, 21 ივლისი, 17:34 რა? სად? და რატომ იკრძალება...? გაინტერესებთ? მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა
ნახოთ!!!
1. ეგვიპტე - ქვეყანაში მიზანშეწონილი არაა, რომ ქალმა ხელი შეახოს სტაფილოს, კიტრს, ბანანს ან ბადრიჯანს! ეს თავხედურ და აღვირახსნილ საქციელად ითვლება. 2. ტაილანდში აკრძალულია ძირს დავარდნილ ფულზე ფეხის დადგმა! 3. შვეიცარიაში კვირა დღეს ტანსაცმლის გარეცხვა-გაფინვა აკრძალულია! 4. ფილიპინებში და ვატიკანში აკრძალულია განქორწინება! 5. იტალიაში იკრძალება მტრედების შენახვა და გამოკვება! 6. ონტარიოში(კანადის შტატი) აკრძალულია მამალის დაკვლა ქალაქის ფარგლებში! 7. არიზონაში (შტატი, ამერიკის შეერთებულ შტატებში) სასტიკად აკრძალულია კაქტუსის მოჭრა. თუ თქვენ ასეთ დანაშაულში გაეხვევით, 25 წლიანი პატიმრობა გარდაუვალია. ამიტომ კაქტუსის მოჭრას, ადამიანის დაჭრა ჯობია( ეს ხუმრობით)! 8. ინდიანაში(შტატი, ამერიკის შეერთებულ შტატებში) არის ყველაზე სახალისო აკრძალვა! აშშ-ს ამ შტატში, მაიმუნებს თამბაქოს მოწევა ეკრძალებათ! 9. ავსტრალიის ქალაქ ვიქტორიაში, კვირა დღეს ვარდისფერი შარვლით ან ფეხსაცმილით სიარული აკრძალულია! (გახუნებული წითელი ფერიც არ ივარგებს:D) 10. სინგაპურში იკრძალება საღეჭი რეზინა სამსახურებსა და სკოლებში! როგორც ხედავთ ძალიან სახალისო აკრძალვები არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კი მაგრამ საქართველოში? არაფერი გახსენდებათ ისეთი, რომ იუმორისმომგვრელი იყოს? თუ გაქვთ რაიმე იდეა ველოდები თქვენს პასუხებს კომენტარებში! დიდი მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 864 8-ს მოსწონს
|