სხვა გერმანიაში 17 წლის ავღანელმა მატარებლის მგზავრები ნაჯახით აჩეხა 2016, 19 ივლისი, 11:10
ცულით შეიარაღებული 17 წლის ავღანელი თავს დაესხა მატარებლის მგზავრებს.შედეგად დაიჭრა 20 ადამიანი, აქედან 4 -ის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა 18 ივლისს ადგილობრივი დროით 21:15 წუთზე მოხდა, თინეიჯერი ცულით შეიაღარებული თავს დაესხა მატარებლის მგზავრებს, რომელებიც ვიურცბურგიდან ოქსენფიურტში(ბავარია) მიემგზავრებოდნენ. მოწმეთა განცხადებით ახალგაზრდა თავდასხმის დროს "ალაჰ აკბარს" გაჰყვიროდა.ერთ- ერთმა მგზავრმა მოახერხა და მატარებლის"სდექ-ბერკეტი" გადმოსწია, რის შემდეგ შემადგენლობა გაჩერდა. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ იგი მალე იპოვა და ადგილზე მოკლა.როგორც ბავარიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოაჰიმ ჰერმანმა განაცხადა 17 წლის ავღანელი მიგრანტი იყო და გერმანიაში ჩამოვიდა მარტო. 263 4-ს მოსწონს 1-ს არა
|