მხატვრობა 17 ნახატი-მაქცია, რომლებიც ჩვიდმეტჯერ მოატყუებს თქვენს ტვინს 2016, 19 ივლისი, 9:49 უკრაინელი მხატვრის ოლეგ შუპლიაკის ნახატები გაიძულებენ რამდენჯერმე შეხედოთ მათ, თან სხვადასხვა კუთხითა და სხვადასხვა რაკურსით. მის ნამუშევრებში რამოდენიმე აზრია ჩადებული, რადგან ოლეგი ოპტიკური ილუზიის ოსტატია.
თქვენ გგონიათ, ამ ნახატზე მხოლოდ მოცეკვავე წყვილია დაა მეტი არაფერი? შუპლიაკის შედევრები გაიძულებთ ბრძოლა გამართოთ საკუთარ შემეცნებასთან, რადგან ამ ტილოებზე გადატანილი გამოსახულებები ხანდახან საკმაოდ რთული აღსაქმელია. მათი დანახვა მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ''მესამე თვალით'' ხედვის უნარი აქვთ. ყურადღებით დააკვირდით ნახატს და მიპასუხეთ, რამდენ სახეს ხედავთ სურათზე?- სამს? - არა, ის აქ გაცილებით მეტია. თუ ამ სურათს ახლო მანძილიდან შეხედავთ, მასზე თეთრ ცხენზე ამხედრებულ მხედარს შენიშნავთ, ხოლო შორი მანძილიდან თეთრწვერა მოხუცის სახე მოჩანს. ის, რაც ერთი რაკურსით დანახვისას მხედრის თავია, სხვა რაკურსით უკვე მოხუცის თვალს წარმოადგენს და პირიქით. რამდენი სხეულია ამ სურათზე? -აბა სწორად დათვალეთ. ამ ნახატზე დამალული სახის პოვნა იოლი არაა. ის ოსტატურადაა შენიღბული. იგრძენით ამ ნახატების სიღრმე, ისწავლეთ ნიშნების ამოცნობა და თქვენი მიღწევით ნასიამოვნები დარჩებით. მარგარიტა თუ? თუ ამ ნახატს შორიდან შევხედავთ, ქალის ფიგურა თითქმის შეუმჩნეველია, მხოლოდ სახის დანახვის შემდეგ აღვიქვამთ მის ტანს. სალვადორ დალი? ოლეგ შუპლიაკს საკუთარი ავტოპორტრეტის ხატვის მიმართაც ორიგინალური მიდგომა აქვს. ძნელია ეს სურათები მხოლოდ ზედაპირულად აღიქვა, რადგან თითოეულ მათგანში უცხო სიურპრიზია დამალული. ეს ნიჭიერი ხელოვანი სულ უბრალო ნამუშევრებითაც კი ახერხებს ჩვენს გაოცებას. 692 12-ს მოსწონს
|