მხატვრობა ფეხმძიმე ბოდი-არტი ჩინურად 2013, 9 დეკემბერი, 21:59 ერთ-ერთი ჩინური ქალაქის მცხოვრებლები ძალიან საინტერესო და არაორდინალური ფაქტის მომსწრენი გახდნენ-აქ გაიმართა ბოდი-არტი. ალბათ იფიქრებთ, მერედა რაა ამაში გასაკვირი და საოცარიო? ხელოვნების ამ დარგით დღეს ხომ ვერავის გააკვირვებ. საქმე იმაშია, რომ კონკურსის მონაწილეები იყვნენ ორსული ქალები თავიანთი ქმრებით.მიუხედავად ძალიან ცუდი ამინდისა, საკმაოდ ბევრმა მონაწილემ მოიყარა თავი. უნდა ავღნიშნოთ, რომ კონკურსის ორგანიზატორებმა იზრუნეს ორსული ქალების და მათი პატარების ჯანმრთელობაზე: ნებადართული იყო ხატვა მხოლოდ უვნებელი, ნატურალური საღებავებით. მამები საოცარი აზარტით და სინაზით აღსავსენი მუშაობდნენ ფუნჯებით, თავიანთი მონდომებით იწვევდნენ რა მომავალი დედების ღიმილს. მონაწილეების და მაყურებლების აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა და აბა რაა ორსული ქალებისათვის დადებით ემოციებზე სასარგებლო? იმისათვის, რომ კონკურსის მონაწილეებისათვის არ გაეფუჭებინათ საზეიმო განწყობა, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ გამოევლინათ გამარჯვებული. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი ამ დღის მოსაგონებლად. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან სასარგებლოა წყვილისათვის და ხელს უწყობს მათი ოჯახური თანაცხოვრების გამყარებას. 48 8-ს მოსწონს
|