მოგეხსენებათ რამოდენიმე დღის წინ საქართველო საზარელმა მკვლელობის ფაქტმა შეძრა.26 წლის ბიჭმა საკუთარ ცოლს, 20 წლის გოგონას ყელი გამოჭრა.ბექა კოკაიას გამოქვეყნებულმა ამაღელვებელმა პოსტმა მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.წარმოგიდგენთ ტექსტს უცვლელად : "და როცა შენ შვილს, გოგოს მოგიკლავს შენი სიძე:
გაგახსენდება როცა დაიბადა და პირველად ნახე,
როგორ დაგიძახა პირველად მამა,
როგორ გადადგა პირველი ნაბიჯი,
ბაღი, სკოლა, როგორ გახდა სტუდენტი,
მერე როგორ დაქორწინდა,
როგორ ეძმაკაცებოდი სიძეს,
როგორ არ იმჩვენდი, როცა ატყობდი, რომ შენ შვილს ჩაგრავდნენ,
როგორ ზრუნავდი იმაზე, რომ მეზობლებს შენი შვილი ბედნიერი გონებოდათ და როგორი მეორეხარისხოვანი იყო შენთვის, მართლა ბედნიერი იყო თუ არა შენი შვილი,
მტკიცედ რომ გქონდა გადაწყვეტილი, არ დაგნრეულიყო შენი შვილის ოჯახი...
როგორ მშვიდად ხვდებოდი ამბებს სხვა გოგოებზე, რომლებიც ქმრებმა მოკლეს, დაასახიჩრეს,
როგორ ამბობდი ხშირად, ალბათ ღირსი იყოო,
მე რომ მაგის მამა ვყოფილიყავი მეც მოვკლავდიო,
როგორ არ აქცევდი ყურადღებას მეზობლის სახლიდან გამოსულ ხმაურს, სადაც ხვდებოდი, რომ მორიგი ქმარი მორიგ ცოლს ცემდა...
მერე უკვე არც კი დაინტერესდები, რაზე მოგიკლეს შვილი, აი, მაშინ მიხვდები, რომ აქ მტყუანი და მართალი არ არსებობს და შენ შვილს რაც არ უნდა გაეკეთებინა, შენ უნდა დაგეცვა და რომ კვლელობის "ღირსი" არავინაა, რომ შვილი აღარ გყავს, იმიტომ, რომ ავადმყოფთან ცხოვრობდა და შენ ამ ავადმყოფობას კაცურკაცობას ეძახდი. მაშინ იქნები ყველაზე უსუსური, როცა მიხვდები, რომ აღარაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია.
და სანამ შენი შვილი მოგიკლა სიძემ მანამდე დაიცავი ყველა, სადამდეც გაწვდები. შენიც და სხვაც. არ გაამართლო მკვლელი. და ყველამ თუ დაიცვა, მერე ვეღარ მოკლავენ შენ შვილს. ვეღარ მოგწვდებიან.
"საზოგადოების დიდი ნაწილი გამოეხმაურა ამ პოსტს, ახლა წარმოგიდგენთ ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებლის, ლადო სანიკიძის კომენტარს : "როცა ზრდი შვილს - გოგოს, მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს ასწავლო რა არის ბედნიერება და მიაჩვიო ბედნიერებას.. ჯერ ის უნდა შეაგნებინო, რომ მამიკოს კი არა მისი პირადი ბედნიერება უნდა იყოს მისთვის მთავარი... როცა შენც მიეჩვევი შენი ქალიშვილის ღიმილიან სახეს და ეს არის შენი ბედნიერება არ გამოგეპარება, არ შეიძლება გამოგეპაროს მისი სახიდან ღიმილის გაპარვა, ანუ უბედურების მოახლოება!!!"