სხვა ვარსკვლავები,რომლებსაც შვილები დაეღუპათ 2016, 18 ივლისი, 11:03 ცნობილ ადამიანებს, ისევე როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს ზოგჯერ ბედი საშინელ გამოცდას უწყობს და ეს დანაკარგი უნდა გადაიტანოს მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების თუ არაკეთილისმსურველების ფონზე. უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე წუთებში ვარსკვლავები ცდილობენ ღირსეულად დაიჭირონ თავი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არ გამოსდით.
1) ჯონ ტრავოლტა-ჯონ ტრავლოტას 16 წლის შვილი დაიღუპა 2009 წელს, როდესაც ოჯახი ბაჰამის კუნძულებზე იმყოფებოდა დასასვენებლად.ბიჭუნა დაავადებული იყო კავასაკის სინდრომით( არის ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც საშუალო ზომის სისხლძარღვები მთელ სხეულში ხდება ანთებითი. დაავადება ფართოდ გავრცელებულია ბავშვებში.ლიმფური კვანძის სინდრომი აზიანებს ბევრ ორგანოს და სისტემას, სისხლძარღვებს, კანს, ლორწოვანს, მემბრანებს, ლიმფურკვანძებს.უიშვიათესად, მაგრამ მაინც ყველაზე სერიოზულად აზიანებს გულს, სადაც შეუძლია გამოიწვიოს კორონალური არტერიის ანევრიზმა, რომელიც ფატალურად სრულდება.)ამის გამო ბიჭუნას ხშირად ემართებოდა გულის შეტევები.მორიგი შეტევის დროს ბიჭუნა ცუდად გახდა და თავის აბაზანის კიდეს ჩამოჰკრა.ექიმები ცდილობდნენ ბიჭის გადარჩენას მაგრამ უშედეგოდ. 2)ვლადიმერ კუზმინი-ცნობილ რუს როკ-მომღერალს ორი შვილი დაეღუპა.კუზმინის უფროსი ქალიშვილი 2002 წელს დანით მოკლა მისმა ბოიფრენდმა კამათის შემდეგ.7 წლის შემდეგ კუზმინს დაეღუპა, ვაჟი სტეფანიც.იგი მამის მიერ ნაჩუქარ ბინის მე-18 სართულიდან გადმოვარდა, როდესაც სახლში გაჩენილი ხანძრისგან თავის გადარჩენას ცდილობდა. 3)სივესტერ სტალონე-2012 წელს მსახიობს 36 წლის შვილი სეიჯი მოუკვდა.ექსპერტის დასკვნით სიკვდილის მიზეზი იყო ინფარქტი, რომელიც გულის იშემიურმა დაავადებამ გამოიწვია. 4)მაიკლ ტაისონი-ლეგენდარული მოკრივის ოთხი წლის ქალიშვილი ეკსოდუსი ტრაგიკულმა შემთხვევითობამ იმსხვერპლა, გოგონა მეზობელ ოთახში თამაშობდა, როდესაც მისმა 7 წლის ძმამ ყელზე ყულფმოხვეული შემთხვევით აღმოჩინა და დედას დაუძახა. გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.ექსპერტიზის ვარაუდით ბავშვი თამაშის დროს სარბენი ბილიკის ტრენაჟორის კაბელით დაინტერესდა, რომელიც დახვეული იყო.მან აიღო კაბელი და თავზე ჩამოიცვა, შემდეგ კი შესაძლებელია დაეცა ან კაბელი ყელზე თავის ხელით მოიჭირა. 5)ერიკ კლაპტონი-1991 წელს კლაპტონის 5 წლის ბიჭუნა კონორი ნიუ-იორკის ცათამბჯენის 53-ე სართულიდან გადმოვარდა. მუსიკოსი ერთი წლის განმავლობაში სრულ დეპრესიაში იყო....თუმცა შემდეგ, სცენაზე დაბრუნებულმა დაწერა სიმღერა "Tears in Heaven", რომელიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა და ერთ-ერთ საუკეთესო ჰიტად იქცა მის შემოქმედებაში. 6) ბილ კოსბი-ამერიკელ კომიკოსს 5 შვილი ჰყავდა, 4 ქალიშვილი და ერთი ვაჟი.სწორედ ის ერთადერთი ვაჟი მოუკლეს 1997 წელს ლოს-ანჯელესში. ახალგაზრდა მამაკაცს მაშინ ესროლეს თავში, როდესაც ავტომობილს საბურავს უცვლიდა. მოგვიანებით მკვლელი დააკავეს, იგი აღმოჩნდა 18 წლის ემიგრანტი უკრაინიდან. 7)პირს ბროსნანი-მსახიობს 2013 წელს დაეღუპა 41 წლის ქალიშვილი შარლოტა.მიზეზი საშვილოსნოს კიბო.სხვათა შორის სიმსივნე მემკვიდრეობით ერგო გოგონას დედისგან, ბროსნანის პირველი და მეორე ცოლიც(შარლოტას დედა) სიმსივნით დაიღუპნენ. 8)ანა ნიკოლ სმიტი-"პლეიბოის" ვარსკვლავის ვაჟი დენიელი ბავშვობიდანვე ავადმყოფობდა, თუმცა სამდიცინო პრეპარატების მიმართ ალერგიის გამო მისი მკურნალობა გართულებული იყო. გაირა ბავშვობის წლებმა, დენიელი ზრდასრული ბიჭი გახდა და ერთხელაც პრეპატარების ზედმეტი მიღების შემდეგ 20 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ანა ნიკოლ სმიტისთვის ეს იყო თავზარდამცემი ამბავი, მას შემდეგ იგი ნარკოტიკებს და ფსიქოტროპიულ პრეპარატებს შეეჩვია, რაც მალევე მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. 9)რობერტ პლანტი-"ლედ ზეპელინის" სოლისტის 5 წლის ვაჟი კერაკი კუჭზე განვითარებული ინფექციიით დაიღუპა, როდესაც ჯგუფი გასტროლებზე იყო. მომღერალი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და კარგა ხანს არავის ეკონტაქტებოდა.მოგვიანებით პლანტმა სიმღერა “All My Love”მიუძღვნა კერაკს. 10) ელდარ შენგელაია-2006 წელს ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს უმცროსი ქალიშვილი, 23 წლის ელენე ავტოავარიაში დაიღუპა.ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ რეჟისორი წლობით ჩამოშორდა შემოქმედებით მოღვაწეობას და მხოლოდ წელს დაიწყო ახალი მხატვრული ფილმის გადაღება, სახელწოდებით "სავარძელი". 1153 7-ს მოსწონს 1-ს არა
|