x
image
ციცი
Mediator image
სალომე ჩარკვიანის ემოციური პოსტი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ-"მე ვარ ბედნიერი ადამიანი... ამისთვის ღირდა ამ ყველაფრის გავლა..."

image
"ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებული სალომე ჩარკვიანი დანაშაულის აღიარებისა და პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს და 4-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. სამი შვილის დედის გათავისუფლებას საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვდა. სალომე ჩარკვიანი სოციალური ქსელით დიდ მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა რომ იგი ციხეში არ უნდა მჯდარიყო:

"დიდხანს ვფიქრობდი იმაზე რას გეტყოდით ყველა თქვენთაგანს, ვალაგებ ფრაზებს, წინადადებებს, მაგრამ ვხვდები რომ ესე ვერ შევძლებ, იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებული მინდა დავწერო და რასაც ვგრძნობ ამის შესატყვის სიტყვებს ვერ ვპოულობ... რთული დღეები გავიარე, ეს ყველაფერი წარმოუდგენელად უცხო იყო ჩემთვის, კარგია რომ არ მახსოვს სასამართლო პროცესი, ის რომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მომისაჯეს ბადრაგისგან გავიგე, რომელიც გვერდზე მეჯდა. საერთოდ არ მესმოდა არაფერი... მახსოვს მხოლოდ გრძელი და დაუსრულებელი გზა სასამართლო დარბაზიდან ციხემდე.

ადვოკატისგან ვიცოდი, რომ სრულიად უცხო ადამიანები მგულშემატკივრობდნენ, ციხის დატოვების შემდეგ ვნახე ჩემი მხარდამჭერი გვერდი სოციალურ ქსელში, ვნახე პეტიცია, რომელსაც 10 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, ვნახე ყველა სიუჟეტი და გადაცემა, რომელიც ამ თემაზე მომზადდა... ახლაც ვცდილობ წავიკითხო და გავეცნო თითოეული თქვენგანის გამოთქმულ აზრს, განსაკუთრებით სრულიად უცხო ადამიანების შეხედულება არის მნიშვნელოვანი ჩემთვის. ამ ყველაფრის შემდეგ მართლაც მიჭირს სწორი სიტყვების მოძებნა!!!
მადლობა, რომ ერთმა ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანმა დავიმსახურე ყურადღება, სიყვარული, თანაგრძნობა, სითბო.... სათითაოდ ყველას მინდა გითხრათ უღრმესი მადლობა... არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს... მადლობა საპატრიარქოს, პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა რომ მე ციხეში არ უნდა ვმჯდარიყავი, კოლეგებს, მედიის წარმომადგენლებს, მადლობა თქვენ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებო, რომლებიც არც კი მიცნობთ და ასე დამიდექით გვერდზე... მადლობა იმედისათვის, რამაც გადამატანინა ეს ყველაფერი.... ეს ძალიან მცირედია რაც ახლა შემიძლია გითხრათ.... მინდა რაღაცა უფრო მეტი გავაკეთო და არ ვიცი რა.... მინდა სათითაოდ გაგაგებინოთ სულყველას, როგორ მიყვარხართ და რა ძვირფასები ხართ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის... მინდა ის სითბო განახოთ ეხლა, რასაც ვგრძნობ თქვენს მიმართ.... მე ვარ ბედნიერი ადამიანი, ბედნიერი დედა, ბედნიერი შვილი, ბედნიერი მეგობარი... ამისთვის ღირდა ამ ყველაფრის გავლა ალბათ... მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და გემადლიერებით!!!!!imageimageimageimage

0
677
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0