სხვა პაკისტანელი "კიმ კარდაშიანი" საკუთარმა ძმამ მოკლა 2016, 17 ივლისი, 18:53 26 წლის მოდელის გვამი საკუთარ სახლში იპოვეს პროვინცია პენჯაბში.
პაკისტანელი მოდელი ქანდილ ბელოჩი(Qandeel Baloch), რომელსაც სამშობლოში "პაკისტანელ კიმ კარდაშიანს" უწოდებდნენ საკუთარმა ძმამ მოკლა.მან აღიარა მკვლელობა და განცხადა, რომ დის საქციელი ოჯახის ღირსებას არცხვენდა. აზიმმა თავის დას ჯერ ძილის წამალი დაალევინა, შემდეგ კი გაგუდა.ამასთანავე მკვლელმა აღნიშნა, რომ საერთოდ არ ნანობს ჩადენილ საქციელს."ან მე უნდა მომეკლა თავი ან ის უნდა მომეკლა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოჯახის მარჩენალი იყო-განუცხადა Associated Press-ს აზიმმა-მართალია ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ოჯახის ღირსება უფრო მაღლა დგას." ოლქის პოლიციის უფროსმა სულთან თეიმურიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება შეეცდება აზიმს მაქსიმალური სასჯელი გამოუტანონ. ქანდილ ბალოჩი პოპულარული ბლოგერი იყო სამშობლოში.იგი ხშირად ანთავსებდა სოციალურ ქსელში პროვოკაციულ სურათებს და ცდილობდა დაემსხვრია ტიპიური ორთოდოქსიალური აზროვნება მშობლიურ პაკისტანში. თუმცა მრავალი თანამემამულესთვის გოგონას ასეთ საქციელი მიუღებელი იყო.მეტიც, მის ოჯახს არაერთხელ მოკვლით დაემუქრნენ კიდეც. ყოველწლიურად პაკისტანში 1000 -ზე მეტ ქალს კლავენ კონსერვატიული ნორმების დარღვევის გამო.ე.წ. "მკვლელობას ღირსების დაცვისთვის" ძირითადად ოჯახის წევრები ანხორცილებენ. 358 7-ს მოსწონს 1-ს არა
|