x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
რა ცუდი იყო საბჭოთა კავშირში ცხოვრება
აგერ უკვე 25 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და გარშემო მუდამ ისმის რა ცუდი იყო საბჭოთა კავშირი, რა ცუდად ცხოვრობდა ხალხი, მაღაზიებში არაფერი არ იყო, რა ბოროტი ხელმძღვანელობა ჰყავდა ქვეყანას და ა.შ.


ეს ყველაფერი ისმის ტელევიზიიდან, რადიოდან თუ პრესიდან და საერთოდ ამ სულისკვეთებით მთლიანად გაჟღენთილია საზოგადოება.თუმცა შინაგანად მთელი ცნობიერება ეწინააღმდეგება ამ მითს და უბრალოდ წარსულში გახედვა, ცხოვრების გაანალიზებას თუ შედარებას, სულ სხვა ლოგიკურ დასკვნამდე მიჰყავხარ.


დავიბადე 60-იან წლებში, ხრუშოვსაც კი მოვესწარი. მე პირადად არ მახსოვს ხრუშჩოვი, თუმცა მშობლებისგან ვიცოდი თუ როგორ ურტყა ფეხსაცელი მაგიდაზე გაეროს გენერალულ ანსამბლეაზე, როგორ დაიტრაბახა ამერიკელებთან, რომ "რაკეტებს სოსისებივით უშვებენ", რომ ქვეყანა "სიმინდის ველებად" უნდა იქცეს და ა.შ.


ასე, რომ ხრუშჩოვის დროინდელ ცხოვრებაზე პირადად ვერაფერს გეტყვით.აი შემდგომი პერიოდის ცხოვრების ყველა ეტაპი მოდით ობიექტურად, ცივი გონებით, ყოველგვარი პათეთიკის გარეშე გავიხსენოთ..




1) საბავშვო ბაღი და სკოლა-სუფთა შენობები, თითქმის ყოველ ზაფხულს არემონტებდნენ რა თქმა უნდა სახელმწიფოს ხარჯზე.კვება სკოლანდელ დაწესებულებებში ყველასთვის უფასო იყო, ხოლო მრავალშვილიანი, არასრული და დაბალხელფასიანი ოჯახების შვილები სკოლაშიც უფასოდ იკვებებოდნენ.ხანდახან მასწავლებლები მშობლებს ფულს მოატანინებდნენ ხოლმე, მაგალითად ახალი ფარდებისთვის.


image


2) უმაღლესი სასწავლებელი-განათლება, რომ უფასო იყო ეგ ყველა იცით და თავს აღარ შეგაწყენთ.ნებისმიერ უმაღლესდამთავრებულს ელოდა სამუშაო.სხვათა შორის სავალდებულო იყო 3 წელი მუშაობა.წითელი დიპლომის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ უფლება თვითონ აერჩიათ სამუშაო.სტუდენტებისთვის არსებობდა საერთო საცხოვრებელი-სტუდქალაქი, რა თქმა უნდა უფასოდ.

image


3) დასვენება და სპორტი-მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის არსებობდა სპორტსკოლები, სხვადასხვა წრეები, (მუსიკალური, დრამატული და სხვა), რა თქმა უნდა ყველაფერი უფასოდ.საზაფხულო დასასვენებელი ბანაკები, განსაკუთრებით წარჩინებულ ბავშვებს "არტეკის" ან "ახალგაზრდა გვარდიის" ბანაკებში უშვებდნენ.(ესეც უფასოდ)

image


4)საცხოვრებელი-საკითხი ასე იდგა, მოსახლეობა მატულობს, იქმნება ახალი ოჯახები და რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ საცხოვრებელი.სამუშაო ადგილზე აგიყვანდნენ აღრიცხვაზე და დაელოდებოდი ბინას. რიგში ლოდინი შესაძლოა 3 წელი ან 10 -15 წელიც გაგრძელებულიყო, თუმცა ბინას აუცილებლად მიიღებდით.კვადრატული მეტრები ოჯახის სულადობაზე იყო დამოკიდებული.


მრავალი მსხვილი ქარხანა თვითონ აშენებდა დასახლებებს თავიანთი თანამშრომლებისთის, სხვათა შორის თავის ინფრასტრუქტურით:სკოლებით, ბაღებით და სპორტული მოედნებით.

image


5)სამუშაო-საბჭოთა კავშირში რომ უმუშევრობა არ არსებობდა, ეს ყველამ იცით.პირიქით ხშირად სპეციალისტები არ ყოფნიდათ ხოლმე და ამიტომ განათლების სამინისტრომ წინასწარ იცოდა გეგმის მიხედვით 5 წლის შემდეგ რისი და რამდენი სპეციალისტი დასჭირდებოდათ.



image

6)ცხოვრების დონე, მაღაზიები, და ფასები-ხშირად არის, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელ მაღაზიებს აღწერენ ან აჩვენებენ ცარიელი დახლებით.ეს მართლაც ასე იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო, 90-იან წლებში.თუმცა სულ სხვა სურათი იყო ადრე.იყო ყველაფერი და საკმაოდ იაფი, თუმცა დღევანდელ მდიდარ ასორტიმენტს ნამდვილად ვერ შეედრება.


მოკლედ, ჩაცმისთვის, ჭამისითვის და დასვენებისთვის ყველაზე უბრალო მშრომელს ყოველთვის ყოფნიდა ფული, რაც შეეხება მსხვილ ელექტრონულ საქონელს, (ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ) უმეტესად კრედიტით გამოჰქონდათ.

image


7) საქონლის ხარისხი-კვების პროდუქტებს კიდევ თუ არა უშავდა, საშინელება იყო მსუბუქი მრეწველობა.უბრალოდ შეუძლებელი იყო შეგეძინათ ხარისხიანი საბჭოთა წარმოების ჩასაცმელი ან ფეხსაცმელი.შეხვიდოდით მაღაზიაში და ტირილი მოგინდებოდათ ისეთი საშინელებები იყიდებოდა.იმიტომ, რომ მსუბუქი მრეწველობა მკვეთრად ჩამორჩებოდა მოდურ სიახლეებს და "მოდის" კანონმდებლებლები თვითონვე იყვნენ.თუმცა კარგი ჩაცმა საბჭოთა მოქალაქეებს არ აკლდათ, გადამყიდელების, ე. წ. "ბარიგების" წყალობით.


მკვეთრად გამოსწორდა სიტუაცია 80-იანი წლების შუა ხანებიდან, როდესაც კერძო საწარმოები ე.წ. კოოპერატივები გაიხსნა.

რაც შეეხება მძიმე მრეწველობას, აქ სიტუაცია შედარებით ბევრად უფრო კარგად იყო.


image


8)მედიცინა-საჭოთა ექიმების პროფესიონალიზმზე დღესაც მიდის კამათი, თუმცა ერთი რამ უდავოა, ოფთამოლოგიაში და კარდიოქირურგიაში საბჭოთა კავშირი მსოფლიო ლიდერი იყო, არც თერაპიაში ჩამორჩებოდნენ და ეს ყველაფერი უფასო სამედიცინო მომსახურების ფონზე.

image


9)კულტურა-ან სფეროს განასკუთრებულად დიდი ყურადღება ეთმობოდა და ხელოვანების დაფასება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრივილეგია იყო.უდაოდ, მწერლები, მსახიობები, მხატვრები თუ ხელოვნების სხვა დარგის მოღვაწეები ბევრად უფრო დაფასებული და პრივილეგირებული იყვნენ საბჭოთა პერიოდში.


image

10)იდეოლოგია-საშინელება...ბავშვობაში ლექსები ლენინზე, მერე წითელი ყელსახვევი, კომკავშირი, პარტიულობა, ღმერთის უარყოფა..ცენზურა ყველგან და ყველაფერში...ამას ყველაფერს მხოლოდ ჩუმად სამზარეულოში ახლობლების წრეში განსჯიდი...თუმცა იმ თაობის ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ არალეგალურად სიმწრით მოპოვებული ამერიკული ფილმის ან რომელიმე როკ-ჯგუფის ჩანაწერი ბევრად უფრო ტკბილი საცქერი ან მოსასმენი იყო.

image

11
3281
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3281
  
2020, 25 თებერვალი, 13:11
ეთილო, გეთანხმებით რომ საბჭოთა წყობილება გაცილებით, ბევრად უკეთესი იყო დღევანდელზე სოციალური პოლიტიკის მხრივ. რასაც აღნიშნავთ, ეგ რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ... ყველა იპარავდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმ სისტემას ასე "ეკუთვნოდა" თუ "აწყობდა", თუ როგორც იყო რა, მოკლედ ყველა სახელმწიფოს პარავდა და რატომღაც ყველას ისიც ეგონა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგის ბრალია ზუსტადაც, ინერციით, დღესაც რომ ყველა ცდილობს სახელმწიფოს მოპაროს...
ზოგადად, მეც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ცუდი არ იყო საბჭოეთში, გასაკუთრებით სოციალისტური მოდელი არსებობისა, რომელმაც თავისი სრულყოფილება სკანდინავიურ მოდელში წარმოაჩინა და ვემხრობი სოც. მოწყობის იდეას. მაგრამ საბჭოეთი მაინც დამყრობელი გახლდათ, მსგავსად მანამდე არსებული ქვეყნებისა თურქეთი იქნება ეს თუ ირანი, ბიზანტია თუ არაბეთი და ბოროტება იყო საბოლოო ჯამში, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის... მაგის გამო ვთქვი - ვის მონობაში "გავძეხი" ურჩევნია, ვის კი მშიერი თავისუფლება-თქო..
2020, 23 თებერვალი, 21:25
არც ტელეფონის გადასახადები გვქონდა, მხოლოდ დადგმისას გადავიხადე 70-იან წლეებში 100 მანეთი.მარტოხელა დედებს ბავშვის ფულსაც აძლევდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ნაცნობ-მეგობრობით რადგან ეს კანონი ცოტამ იცოდა....ბაზარში გლეხი შედიოდა და ყველაფერს ნატურალურს ყიდდა,ცენტრალური გათბობა გვქონდა და კომუნალური გადასახადები არა... კორპუსებსაც სახელმწიფო არემონტებდა და სახურავებსაც სახელმწიფო აახლებდა... სადარბაზოებს კარებები ქონდა და ლიფტიც უფასოდ მუშაოდა სახელმწიფო ხარჯზე.ექიმი არ გევაჭრებოდა რადგან, სახელმწიფო ხელფასს უხდიდა...ვინ გაბედავდა და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას რომელიც წილობრივად , დღესაც მესაკუთრეების თანასაკუთრებაშია, ვინმე რამეს ააშენებდა, ან მიუმატებდა....არსებობდა უფასო პროფესიული სასწავლებლები.. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაპიკები ღირდა, დადიოდა ცოტა მანქანები, არსებობდა გამწვანების სამმართველ რომელიც უვლიდა და ამწვანებდა ტერიტორიებს....ხდებოდა ქალაქების განაშენიანებია მკაცრად დაგეგმილი და არექიტექტორებთან შეთანხმებული... კოოპერატივების ბინებისთვის კი, სანამ ეზოიანად არ მოეწყობოდა და კომისის ექსპლოატაციაში არ ჩაიბარებდა, სახელმწიფო ფულს არ ახედევინებდა ხალხს. სახელმწიფო უფასოდ ურიგებდა მიწის ნაკვეთებს ქალაქში მცხოვრებთ და კრედიტსაც აძლევდა სახლების ასაშენებლად , უპროცენტოდ.საოჯახო ნივთებს მაღაზიები განვადებით იძლეოდნენ პროცენტების გარეშე....მუშაობდა რძის კომბინატი, სადაც გლეხებიდან შეგროვილი, ნატურალური რძით ამზადებდნენ რძის პროდუქტებს... არსებობდა ბავშვთა სამხატვრო გალერეა, ბარათაშვილის ხიდთთან, ბერიკონთან,კონკასთან( ნეტავი ესენი მაინც თუ არსებობენ ისევ?!) , იყო პენსიების მინიმუმი 70 მანეთი რომელიც დღესდღეობით ევროპის წამყვან ქვეყნებს უნდატ რომ შემოიტანონ და ბევრი სხვა... აბა გავიხსენოთ სხვებმაც და მივხვდებით რომ კომუნიზმში გვიცხოვრია, არ იყვნენ მდიდრები და ღარიბები. იყო საშუალო ფენა და ინტელიგენცია. ხოდა, ვინც იტყვის საბჭოთა კავშირი ცუდი იყოვო, მხოლოდ თუთიყუსის როლს ასრულებს რადგან,მაშინდელ მუქთად ცხოვრებას ვერც ერთი თაობა ვეღარ ეღირსება....
2019, 3 დეკემბერი, 15:57
ზუსტად მსგავსი სიტყვები(შინაარსის) უთხრეს ებრაელებმა ეგვიპტის დატოვების, დაახლოებით 25-30 წლის მერე მოსეს, შემდეგ აუჯანყდნენ კიდეც, სისხლიც მრავალი ადინეს ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ "თავისუფლებამ" აჯობა "მონობას". ასეა, ყველაფერს აქვს პლიუს-მინუსი, ვის მონობაში "გავძეხი" ურჩევნია, ვის კი მშიერი თავისუფლება... და ჩვენსავე სიზარმაცესა და არათანმიმდევრულობას დამოუკიდებლობასა და მათზე მებრძოლთ ვაბრალებთ...
2019, 2 მარტი, 8:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 აგვისტო, 15:46
და მაინც რა ცუდია საბჭოთა კავშირი (რუსეთი) და ევროპა ჯობია ხო?

რუსეთთან რომ ვიყავით შეერთებული, ყველაფერი კარგი იყო, სამუშაო, ფული, კურორტები, სწავლა, საჭმელი, ქალები, დაფასება, სიყვარული. რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ? კარგი არაფერი: უმუშევრობა, უფულობა, უსწავლელობა. ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა
2016, 10 აგვისტო, 9:26
ბოდიში და რას ბოდიალობ ახლა შენ
შედარება ხომ არ შეიზლება იმასტან რაც ახლა ხდება 6 მილიონიდა 20 წლში გავნახევდრიტ, დავმატხოვრდიტ, შიმშილიტ და უსახსრობიტ ვკდვებიტ, ტვინი უნდა გქონდეს და ტვალები რომ განსხვავება დაინახო რაც შენ გეტყობა არ გაქვს
2016, 10 აგვისტო, 9:24
ეჰ, ტურე რა კარგ დროს გვიცხოვრია და ტავი მოვიკალიტ სანამ არ დავანგრიეტ და ის ტოტი არ მოვჭეერიტ სადაც ტურმე რა კარგად ვმჯდარვართ
2016, 19 ივლისი, 16:14
/ბ ლალი სამოთხე ნამდვილად არ იყო და მეც ვაგინებდი კომუნისტებს, მაგრაააამ. დღევანდელთან შდარებით სწავლა შეუძლია 70 ადამიანს, ოღონდ ფული გადაიხადე მთავარია, რას ისწავლის და რას ასწავლიან ეს არავის ადარდებს, სად შეუძლიათ დასაქმდნენ, ყველას უნდა იურიდიული, დიპლომატ

ქ/ბ ლალი სამოთხე ნამდვილად არ იყო და მეც ვაგინებდი კომუნისტებს, მაგრაააამ. დღევანდელთან შდარებით სწავლა შეუძლია 70 ადამიანს, ოღონდ ფული გადაიხადე მთავარია, რას ისწავლის და რას ასწავლიან ეს არავის ადარდებს, სად შეუძლიათ დასაქმდნენ, ყველას უნდა იურიდიული, დიპლომატიური და ასე შემდეგ, არავის და არც სახელმწიფოს (თუ ვართ) არ აღელვებს სხვა აუცილებელი დარგები. ეხლა საკვები, ბლომად არის რა თქმა უნდა მაგრამ ყველამ ვიცით კი რა მივირტმეევთ, აქაც კონტროლი ხომ ზედმეტია რა შემოდის არავინ არ აკონტროლებს. ეხლა ავიღოთ საავადმყოფოები, რაოდენობა როგორ სწრაფად იზრდება და ყველგან რიგები, წამლები ( ექიმები 2 ის ნაცვლად 10 12 თავს გიწერს) მოქმედება ნული ( ფალსიფიკაცია) შეკრულნი არიან ფარმაციას. საწარმოები არსად, რომც ავაშენოთ კვალიფიციური მუშა ხელი არ გვეყოლება, ვისწავლეთ ვითომ ვაჭრობა მაგრამ ისიც არ ვიცით (კარგ წონას მოგცემ) გაივსო სასტუმროებით ქვეყანა და მომსახურება არ ვიცით.. კიდევ გავაგრძელოოოოოოო შორს წაგვიყვანს. დასკვნა ერთია არც ამერიკას და არც ევროპას ნასწავლი ქართველი არად სჭირდება, უსწავლელი ადვილი სამართავია, ეს ჩვენ ვიცით მაგრამ ვისაც ევალება ის არ ივალებს, მოასწროს უნდა ფულის ჩაჯიბვა და მათ მომავალს ბევრი ფული დაუტოვოს, ამას ყველა ხერხებით ცდილობენ. კარგი არ იყო კომუნისტური მაგრამ ადამიანურით ნამდვილად სჯობდა, ხალხს ერთმანეთი უყვარდა, ამდენი მკვლელობა თუ თვითმკლელობა არ იყო. და 25 წლის შემდეგ ვითომ ვერაფერი განვითარდებოდა გავჩერდებოიიიიით. სტუმრის მიღების არ გვეშინოდა, გახსოვვვვვვთ?????? ეხლონდელი ხომ გახსოვთ დაცარიელდა საქართველო, დედამ 2 წლის ბავშვი რომ დ
2016, 19 ივლისი, 16:12
ქ/ბ ლალი სამოთხე ნამდვილად არ იყო და მეც ვაგინებდი კომუნისტებს, მაგრაააამ. დღევანდელთან შდარებით სწავლა შეუძლია 70 ადამიანს, ოღონდ ფული გადაიხადე მთავარია, რას ისწავლის და რას ასწავლიან ეს არავის ადარდებს, სად შეუძლიათ დასაქმდნენ, ყველას უნდა იურიდიული, დიპლომატ

ქ/ბ ლალი სამოთხე ნამდვილად არ იყო და მეც ვაგინებდი კომუნისტებს, მაგრაააამ. დღევანდელთან შდარებით სწავლა შეუძლია 70 ადამიანს, ოღონდ ფული გადაიხადე მთავარია, რას ისწავლის და რას ასწავლიან ეს არავის ადარდებს, სად შეუძლიათ დასაქმდნენ, ყველას უნდა იურიდიული, დიპლომატიური და ასე შემდეგ, არავის და არც სახელმწიფოს (თუ ვართ) არ აღელვებს სხვა აუცილებელი დარგები. ეხლა საკვები, ბლომად არის რა თქმა უნდა მაგრამ ყველამ ვიცით კი რა მივირტმეევთ, აქაც კონტროლი ხომ ზედმეტია რა შემოდის არავინ არ აკონტროლებს. ეხლა ავიღოთ საავადმყოფოები, რაოდენობა როგორ სწრაფად იზრდება და ყველგან რიგები, წამლები ( ექიმები 2 ის ნაცვლად 10 12 თავს გიწერს) მოქმედება ნული ( ფალსიფიკაცია) შეკრულნი არიან ფარმაციას. საწარმოები არსად, რომც ავაშენოთ კვალიფიციური მუშა ხელი არ გვეყოლება, ვისწავლეთ ვითომ ვაჭრობა მაგრამ ისიც არ ვიცით (კარგ წონას მოგცემ) გაივსო სასტუმროებით ქვეყანა და მომსახურება არ ვიცით.. კიდევ გავაგრძელოოოოოოო შორს წაგვიყვანს. დასკვნა ერთია არც ამერიკას და არც ევროპას ნასწავლი ქართველი არად სჭირდება, უსწავლელი ადვილი სამართავია, ეს ჩვენ ვიცით მაგრამ ვისაც ევალება ის არ ივალებს, მოასწროს უნდა ფულის ჩაჯიბვა და მათ მომავალს ბევრი ფული დაუტოვოს, ამას ყველა ხერხებით ცდილობენ. კარგი არ იყო კომუნისტური მაგრამ ადამიანურით ნამდვილად სჯობდა, ხალხს ერთმანეთი უყვარდა, ამდენი მკვლელობა თუ თვითმკლელობა არ იყო. და 25 წლის შემდეგ ვითომ ვერაფერი განვითარდებოდა გავჩერდებოიიიიით. სტუმრის მიღების არ გვეშინოდა, გახსოვვვვვვთ?????? ეხლონდელი ხომ გახსოვთ დაცარიელდა საქართველო, დედამ 2 წლის ბავშვი რომ
2016, 17 ივლისი, 21:48
ახლა არ მითხრა პირველი და მეორე პუნქტი დღესაც აქტუალური არ არისო....მესამე პუნქტზე რასაც შენ ამბობ სატატიაშიცაა საუბარი ზუსტად მაგაზე......სკოლის ფორმას რაც შეეხება მასე იყო და მასე არის აბა როგორ)))რა რამდენ ქვეყნაში და კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დღესაც დადიან.....უბრალოდ ერთ შედარებას გავაკეთებ:ყოველთვის უკიდურესობა რატომ გვახასიათებს? თუ ადრე ათესიტი ვიყავით ახლა ძალიან რელიგიურები ვხდებით..თუ ვინმეს აღმერთებ..ერთ დღესაც უკიდურესი სიტყვებით ვლანძღავთ..ცოცხალს ვაგინებთ მკვდარს ვაქებთ.....ანუ მე მგონი მიხვდი რისი თქმაც მინდა.....თუ იმ პერიოდს მოესწარი ცოტა რაღაცეები გაიხსენე,შეადარე და ეცადე ობიექტური იყო..მარტო შენზე არაა, საერთოდ ვიძახი..რაც იმ პერიოდს მინუსები ჰქონდა ბარემ 20 პუნქტი გამოვა....მაგრამ პლასტინკის ერთი მხარის ტრიალი წლების შემდეგ არასამართლიანაა მიმაჩნია,თორემ მე რაც კომუნისტებისთვის მიგინებია, ერთი ათასგვერდიანი წიგნი გამოვა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10