x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბოლო-ბოლო მოკლეს თუ არა თარხან ბათირაშვილი ?
imageაბუ ომარ ალ-შიშანის იგივე თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია აქამადე ზუსტად 9-ჯერ გავრცელდა, თუმცა ამჯერად ინფორმაციას თვითონ დაიშის ლიდერები ადასტურებენ.


ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ავრცელებენ ინფორმაციას თავიანთი ლიდერის აბუ ომარ ალ-შიშანის იგივე თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters -ი ავრცელებს საინფომაციო სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით, რომელსაც კავშირები აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან.


Amaq-ის ინფორმაციით ბათირაშვილი დაიღუპა ერაყში, ქალაქ შერგატთან განხორციელებული ბრძოლების დროს, რომელიც დაიშის კონტროლქვეშ იმყოფება.



მართლაც, ერაყის შეიარაღებულიმა ძალებმა ივლისის დასაწყისში შეუტიეს დაიშის მებრძოლებს და ქალაქ შერგატთან 10 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდნენ.თუმცა ერაყის ხელისუფლება და კოალიციური ძალები არ ფლობენ ინფორმაციას ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ.



მანამდე მასობრივი საინფომაციო საშუალებებში მრავალჯერ გავრცელდა ინფორმაცია აბუ ომარ ალ-შიშანის დაღუპვის შესახებ, თუმცა ყველა ინფორმაცია მცდარი გამოდგა.ეს პირველი შემთხვევაა, რომ თვით "ისლამურის სახელმწიფოს" მეომრები ადასტურებენ ბათირაშვილის დაღუპვას.


ყოველ შემთხვევაში თარხან ბათირაშვილის ვიკიპედიის ინგლისურ გვერდზე ოფიციალურად უკვე გამოჩნდა გარდაცვალების თარიღი-2016 წლის 13 ივლისი.

image



0
701
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
701
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0