სხვა ცხოვრების მეგზური შენი არჩევანია 2016, 10 ივლისი, 21:13 ყველამ იცის, ყველა აცნობიერებს იმას, რომ სადღაც არსებობს მისი მეორე ნახევარი, ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს. მთავარი მასთან შეხვედრა და იმ გზაზე სვლაა, რომელსაც მიჰყავხარ იქ სადაც მას აღმოაჩენ. ზოგი ასეთ ადამიანს ადრეულ ასაკში პოულობს, ზოგიც გვიან, ზოგიც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს. მე კი მჯერა, რომ თუ კი ეს ხდება, ხდება მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას და საერთოდ შენს ზოგად ხედვას ცხოვრებაზე. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერს უზიარებ: იმედს, სიხარულს, ტკივილს, ბედნიერ წუთებს, ყოველ გაღიმებას, დარდს, წარმატებას, მასაც სულ უფრო და უფრო უჩნდება სურვილი, მეტი და მეტი გაიგოს შენზე და მას ისეთი უყვარხარ, გიღებს ისეთს, როგორიც ხარ.ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს გაგრძნობინებს თავს მარტოს და არასდროს განგაცდევინებს იმას, რომ არ ხარ საკმარისზე კარგი. ის არის ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნისთვისაც დრო არასდროს გყოფნის, სულ გაქვს შეგრძნება რომ დრო გებრძვის და იმაზე ჩქარა გადის ვიდრე რეალურად. ამჩნევ რომ იმაზე ხშირად იცინი ვიდრე მასთან შეხვედრამდე, მისი ზარი და ხმის გაგონება გეხმარება გაიადვილო მძიმე და დამთრგუნველი ყოველდღიურობა და ამდენი ლამაზი წუთის ჩუქება შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს და ზოგჯერ იცი და ხვდები ვინ შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ხვდები, რომ გზას, რომელზეც დგეხარ, მასთან არ მიყავხარ... 164 2-ს მოსწონს |
სიმკაცრე აუცილებელი იყო. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ყველას :)