საბუნებისმეტყველო მარიანას ღრმულის ფსკერზე თევზი-მოჩვენება აღმოაჩინეს 2016, 15 ივლისი, 12:50 საოცრებები გრძელდება. როგორც უკვე ავღნიშნული იყო (იხ. ვიდეორეპორტაჟი მარიანას ღრმულიდან), ოკეანის და ატმოსფეროს კვლევის ამერიკის ეროვნული სამმართველოს (National Oceanic and Atmospheric Administration, NOAA) მეცნიერთა ჯგუფი კვლევას ატარებს მარიანას ღრმულში (ღარში) და უკვე აღმოჩენილი, მედუზა–ამოს შემდეგ, ღრმულის ფსკერზე, კიდევ ერთი უცნაური არსება – თევზი-მოჩვენება (ძალიან ჰგავს მოჩვენება კასპერს) აღმოჩინეს, რომელიც დღემდე ცოცხალი არავის უნახავს. თუმცა, მის შესახებ ინფორმაცია, სამეცნიერო წყაროებში დაფიქსირებული იყო. ეს, პატარა ზომის, დაახლოებით, 10 სმ-ს სიგრძის წვრილტანიანი თევზია, დიდი თავით. მას არა აქვს ქერცლი და ფაქტიურად, “შეშველი" არის, არა აქვს საცურაო ბუშტი, დაქვეითებული აქვს მხედველონის ორგანოს ფუნქცია, სუსტად აქვს განვითარებული ძვლოვანი ჩონჩხი და კანი მთლიანად დეპიგმენტირებულია. ეკუთვნის სხივფარფლიანი თევზების, აფიონიდების (Aphyonidae) ოჯახს. ჰიდროსტატიკური ორგანოს არარსებობის გამო, მისი ბინადრობის არეალი ზღვებისა და ოკეანეების ფსკერია – 2000−6000 მ. სიღრმეზე. 658 8-ს მოსწონს
|