x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოსკოვის მახლობლად პატარძალი წყალში დაიხრჩო
image32 წლის ქალი საკუთარ ქორწილში წყალში დაიხრჩო.შემთხვევა მოსკოვის მახლობლად კლიაზიმინსის წყალსაცავში მოხდა.მაშველებმა გარდაცვლილი პატარძალი მხოლოდ მეორე დღე იპოვეს.


ქორწილის აღნიშვნის შემდეგ სიძე-პატარძალმა და სტუმრებმა გადაწყვიტეს წყალში შეეცურათ, მიუხედავად იმისა, რომ კლიაზიმინსკის წყალსაცავში ბანაობა აკრძალულია.


ნასვამმა პატარძალმა სხვებთან ერთად გაცურა, თუმცა როგორც ჩანს ძალა აღარ ეყო და მოულოდნელად წყლის ფსკერზე დაეშვა.ქალის საშველად რამდენიმე მამაკაცი ერთდროულად გაეშურა, თუმცა უშედეგოდ.


"5-6 კაცი ერთდროულად ყვინთავდა, ეძებდნენ სკუტერითაც მაგრამ უშედეგოდ.იმ ადგილზე წყლის სიღრმე დაახლეობით 6 მეტრია"-აღნიშნა ტრაგედიის ერთ-ერთმა მოწმემ.



გარდაცვლილი ელენა დემინა მეორედ გათხოვდა, პირველი ქმარს გული აწუხებდა, 2013 წელს ოპერაციის შემდეგ ექიმებს ინფექცია გაეპარათ, რის შემდეგაც მისი მეუღლე გარდაიცვალა.

image


შეგახსენებთ, ანალოგიური ფაქტი მოხდა 2012 წელს კანადაში, როდესაც 30 წლის მარია პანტაზოპულოსი მდინარეში დაიხრჩო, ქალი საქორწილო ფოტოებს იღებდა.ფოტოსესიის მსვლელობის დროს, მარიას ფეხი ქვაზე დაუსრიალდა და წყალში ჩავარდა. მძიმე საქორწილო კაბამ ის ფსკერზე ჩაათრია. ფოტოგრაფმა
მარიას გადარჩენა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. დაღუპული პატარძლის სხეული
რამდენიმე საათში დორვინ ფოლსის პარკის ტერიტორიაზე წყალმა გამორიყა.




0
628
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0