სხვა ქალმა 1,5 მილიონი დოლარი დახარჯა იმისთვის,რომ ყველაფერი ვარდისფერი ჰქონოდა 2016, 8 ივლისი, 10:57 ამერიკელი ქალი კიტენ კეი სერა (Kitten Kay Sera), რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს გარშემორტმულია აბსოლუტურად მხოლოდ ვარდისფერი საგნებით.
52 წლის ქალბატონი ბოლო 35 წელია მხოლოდ ვარდისფერ ტანსაცმელს და აქსესუარებს ატარებს, საცხოვრებელი სახლიც ვარდისფრად არის შეღებილი.მისი საყვარელი ძაღლის ბეწვიც ვარდისფერია. "ვამაყობ იმით, რომ ვარ ფლამინგო მტრედებს შორის.მე მიყვარს ყველაზე ძალიან ვარდისფერი სხვა ფერებთან შედარებით და ვამაყობ ამით"-აცხადებს სერა. აღსანიშნავია, რომ ქალი ჰოლივუდში ცხოვრობს და ფოტოსესიებში იღებს მონაწილეობას ისეთ ვარსკვლავებთან ერთად როგორებიცაა, პერის ჰილტონი, რუბი როუზი, ელენ ფონ უნვერტი და ბიონსე.ამის გარდა სერა მღერის და უახლოეს ხანში მისი სოლო ალბომის გამოსვლაა დაგეგმილი. ამერიკელი "ვარდისაფერი ქალბატონი", გეგმავს საბავშვო წიგნის გამოცემასაც, სახელწოდებით "Miss Kisses." 688 7-ს მოსწონს 1-ს არა
|