ფეხბურთი ლიონელ მესის 21 თვით პატიმრობა მიუსაჯეს! თუმცა... 2016, 6 ივლისი, 17:46 უკვე დიდი ხანია, რაც ჭორები დადიოდა ლიონელ მესის საგადასახადო მაქინაციებში
მონაწილეობისა. როგორც ტელეკომპანია და ინტერ - ნეტჟურნალი "reuters" -იუწყება,
ბარსელონის სასამართლომ ლიონელ მესი საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში ცნო დამნაშავედ და 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლიონეს მესისთან ერთად მისი პირადი მენეჯერი და მამა ხორხე მესიც იგივე მუხლით იქნა დაპატიმრებული, ამასთანავე ორივე მათგანს დამატებით ჯარიმის გადახდა მოუწევთ: 29 წლის ფეხბურთის სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის- 2 მილიონი, ხოლო მამამისს - 1.5 მილიონი. გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებაში და გადასაგადების გადახდისკენ თავის არიდებაშია ბრალდებული, რამაც ესპანეთის ბიუჯეტი 4, 1 მილიონი ევროთი დააზარალა. აქვე გეტყვით სასიამოვნო ამბავს, ლიონეს მესის გულშემატკივრების საყურადღებოდ! მოგახსენებთ, რომ ესპანეთში 2 წელზე ქვემოთ დაპატიმრება აკრძალულია, აქედან გამომდინარე, ვარსკვლავ ფეხბურთელს ბარსელონას რიგებში კვლავ იხილავთ! როგორც ცნობილია, მესი ხვალიდან ვარჯიშებს დაუბრუნდება და დაიწყებს ვალების გადახდას. რათქმაუნდა მას ეს არც გაუჭირდება!!! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 184 10-ს მოსწონს
|