x
image
alex999
როგორ და რაში ხარჯავს ლიონელ მესი მილიონებს?

მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი (დაბადებული 1958 წელს) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი − დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა - როდრიგო და მატიასი და ერთი და — მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“სპორტულ დირექტორს, კარლეს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა — მესის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა.ამის შემდეგ დაიწყო მესის ბრწყინვალე კარიერა, რასაც ძალიან დიდი შემოსავალი მოჰყვა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის 6 ჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ახლა კი ვნახოთ რაში ხარჯავს არგენტინელი სუპერვარსკვლავი მილიონებს...


image



მესი სხვა ფეხბურთის ვარსკვლავების მსგავსად ხმაურიან ნაბიჯებს არ დგავს ცხოვრებაში. ის საკმაოდ აქტიური ქველმოქმედია. არგენტინელი სუპერვარსკვლავი არ გამოირჩევა მილიონების გაფლანგვით, თუმცა ოჯახის კომფორტისთვის მაქსიმალურს აკეთებს. მისი პირადი თვითმფირნავი 16 ადგილიანია, რომელიც მილიონების გადახდით შეიძინა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავში ერთი სააბაზანო, 2 სამზარეულო და 16 პერსონაზე გათვლილი მისაღებია. image



მაღალი კლასის სასტუმრო (იბიცა)

image


Hotel Es Vive -ასე ჰქვია სასტუმროს იბიცაზე, რომელიც ლიონელ მესიმ 30 მილიონ ევროდ შეიძინა. სასტუმრო მისი პირადი ბიზნესია და ერთი ღამის ღერებულება 600 $ იწყება. სასტუმროს გააჩნია 52 ოთახი, საცურაო აუზი და ბარი. პრესტიჟულ ქუჩაზე მდებარე დასასვენებელ კომპლექსს სტუმრები არ აკლია.





სახლი

image


ყველაზე მეტი მილიონი მესიმ სახლისთვის დახარჯა. One Zero Eco House გამოირჩევა საინტერესო დიზაინით. ცნობილი ესპანელი არქიტეტქორის, ლუის გარიფოს მიერ აშენებული სახლი გარედან საფეხბურთო მოედანს წააგავს. საცხოვრებელი სრულიად ეკოლოგიურია და ამით ლეო მესი ამტკიცებს, რომ გარემოს უფრთხილდება.





ვილა იბიცაზე

image


ლეო ოჯახის წევრებთან ერთად ზაფხულის თვეებში ამ ვილაში ისვენებს. ამ საცხოვრებელში ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა 5 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ დასახლებაში მესის მეზობლები არიან ასევე ალბა, ფაბრეგასი და ლუის სუარესი. გასულ წელს ზუსტად ამ უბანში მესი მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში იმყოფებოდა, როდესაც მას უცხო პირი თავს დაესხა. საბედნიეროდ დაცვის თანამშომლებმა მოახერხეს უცხო თავდამსხმელის დაკავება.






მეზობლის სახლი


image


ლეო ოჯახის სიმყუდროვისთვის ყველაფეზეა წამსვლელი. მან მეზობლის სახლი იყიდა 1 მილიონ დოლარად, რაც იმან ნიშნავს, რომ 10 ჯერ უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე სინამდვილეში ღირდა. მის მეზობელს კრედიტი ჰქონდა გადასახდელი, ამიტომ ხშირად აქირავებდა სპეციალურ წვეულებებისთვის. ხოლო დამქირავებლებს ხშირად სურდათ მესის ნახვა, აქედან გამომდინარე შეწუხებულმა მესიმ მეზობლის სახლი იყიდა და მას ამ ეტაპზე არაფრად არ იყენებს. გარდა ამ ყველაფრისა მესიმ გადაიხადა საკმაოდ სოლიდური თანხა იმისთვის, რომ მათ სახლის თავზე თვითმფრინავსაც არ გადაეფრინა. გამოდის, რომ ვარსკვლავი ფეხბურთელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად საკმაოდ მშვიდობიან გარემოში ცხოვრობს.







მანქანები - როგორც ყველა ფეხბურთელი, მესიც ნამდვილი ავტომოყვარულია. მას აქვს ავტომობილების უამრავი კოლექცია, თუმცა უფრო ხშირად ამ ჩამოთვლილ ავტომობილებით მოძრაობს:


1957 Ferrari 335 S Spider Scaglietti

image




Audi RS6 Avant

image



Maserati GranTurismo Mc Stradale

image



Cadillac Escalade

image



Range Rover Vogue

image



Audi R8 V10

image



Audi Q7

image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!






















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება : კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ტიტანობოა დააბრუნოს!

image





ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელი არსება!

image




2019 წლის ზაფხულის ყველაზე ცხელი და ხმაურიანი ტრანსფერების ჩამონათვალი (დასრულებული)

image





5 დაუჯერებელი ვიზუალის გოგონა, რომლებიც ნამდვილად არსებობენ!

image





მამაკაცმა ბებია-პაპისგან მემკვიდრეობით ფერმის სახლი მიიღო... რა აღმოაჩინა მან ხალიჩის ქვეშ?

image





1
1859
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1859
  
2020, 12 იანვარი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1