ფეხბურთი კიდევ ერთი ვარსკვლავი ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს! 2016, 18 იანვარი, 18:08 წელს საფეხბურთო კარიერას კიდევ ერთი ვარსკვლავი და საკმაოდ ცნობილი
ფეხბურთელი დაასრულებს. ეს მიროსლავ კლოზეა. იტალიის სერია ა-ს
ვარსკვლავი ფეხბურთელის განცხადებით, 2016/2017 წ. სეზონის
დასრულებასთან ერთად საფეხბურთო კარიერასაც დაასრულებს.
37 წლის გერმანელი ფეხბურთელი საიუბილეო მატჩის შემდეგ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში იმუშავებს. ვარსკვლავ ფეხბურთელს ეკუთვნის მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი. ის არის მსოფლიო ჩემპიონატებისა და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. კლოზე 16 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ის ამავდროულად ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში შეძლო გაეტანა მინიმუმ 4 გოლი სამ ტურნირზე. კლოსემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატში ზედიზედ 4 ჯერ. 2011 წელს მიროსლავ კლოზე იტალიურ ლაზიოში გადავიდა, სადაც 149 მატჩში 56 გოლი გაიტანა. იტალიურ La Repubblica-ს თანახმად, მიროსლავ კლოზეს შემოთავაზებები ჰქონდა ჩინეთიდან და აშშ-დან, მაგრამ კლოზემ ყველა შემოთავაზება ცივი უარით გაისტუმრა. მიროსლავ კლოსემ გერმანიის ნაკრების მაისურით პირველი გოლი 2002 წელს გაიტანა, მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გერმანია საუდის არაბეთს ხვდებოდა. მატჩი გერმანიის გამარჯვებით 8-0 დასულდა, ხოლო მიროსლავ კლოსემ თავის პირველ სადებიუტო შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. კლოზე არის ასევე ერთაერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატეზე ხუთი თავური გოლის გატანა მოახერხა. 2014 წლის მაისში იოახიმ ლევმა, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელმა, კლოზე 2014 წლის მუნდიალზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. „ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გოლების რეკორდის დამყარება ჩემი მიზანია“ განაცხადა კლოზემ. ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრების კარში გატანილი გოლით კლოზე მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზეს ტიტულები: გერმანიის ბუნდესლიგის ბომბარდირი - 2006 წელს (ვერდერ ბრემენი) გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი - 2006 წელს (ვერდერ ბრემენი) გერმანიის ჩემპიონი ორჯერ - 2008 წელს და 2010 წელს (მიუნხენის ბაიერნი) გერმანიის თასის გამარჯვებული ორჯერ - 2008 წელს და 2010 წელს (მიუნხენის ბაიერნი) ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი - 2010 წელს (მიუნხენის ბაიერნი) იტალიის თასის გამარჯვებული - 2013 წელს (რომის ლაციო) მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - 2002 წელს (ეროვნული ნაკრები) მსოფლიოს ჩემპიონი - 2014 წელს (ეროვნული ნაკრები) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ორჯერ -2006 წელს და 2010 წელს (ეროვნული ნაკრები) მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 2006 წელს (ეროვნული ნაკრები) ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - 2008 წელს (ეროვნული ნაკრები) სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 356 10-ს მოსწონს
|