სხვა ტოკიოში ფესტივალი "სექსი რობოტებთან" გადაიდო აუარებელი მსურველის გამო 2016, 6 ივლისი, 9:37 ორგანიზატორები იძულებული გახდნენ გადაედოთ სექს-ფესტივალი VR Fest, სადაც წარმოდგენილი უნდა იყო სხვადასხვა უახლესი ტექნიკური მიღწევები სექს-ინდუსტრიიდან. როგორც The Daily Mail-ი იუწყება, ასეთი გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მსურველთა რაოდენობა, რომლებსაც პირადად სურდათ პრაქტიკაში გამოეცადათ სექს-გაჯეტები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს ტექნიკურად შესაძლებელი იყო. "იმდენი ხალხი იყო, რომ თითქმის შეუძლებელი იყო სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა.ვიფიქრე, რომ ვერ ალაგმავდნენ ბრბოს და დაიწყებოდა ბუნტი ან მსგავსი რამ"-აღნიშნა VR Fest-ის ერთ-ერთმა მონაწილემ. თუმცა ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ფესტივალი მომავალში აუცილებლად გაიმართება.ამჟამად ისინი უფრო დიდ ფართს ეძებენ. ადამიანების ასეთი გაცხოველებული ინტერესი სექს-რობოტების მიმართ იმ პროგნოზის დასტურია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერმა იან პერსენმა იწინასწარმეტყველა:"მომავალში ადამიანებისთვის სექსი რობოტებთან ჩვეულებრივი მოვლენა გახდება." 717 6-ს მოსწონს 1-ს არა
|