კონფლიქტები ომს არაფერი მოაქვს, უბედურების და ნგრევის გარდა... 2016, 6 ივლისი, 15:04 ქ. ალეპოს ისტორია ძვ. წ. აღრ. მე-6-ე საუკუნიდან იწყება. ის ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია დედამიწაზე, რომელშიც ყოველთვის ცხოვრობდნენ ადამიანები. ოსმალეთის იმპერიის დროს, ალეპო მესამე ქალაქი იყო სიდიდით, სტამბულის და კაიროს შემდეგ. დღეს ის სირიის ტერიტორიის ნაწილია და სიდიდით და მნიშვნელობის მიხედვით, II ქალაქია ქვეყანაში. ამიტომ, სამოქალაქო ომის დაწყების (2011 წ.) შემდეგ, ეს უძველესი ქალაქი საბრძოლო მოქმედებების არენად იქცა. 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო ქალაქისთვის ბრძოლა ხელისუფლების ჯარებსა და სირიის თავისუფალ არმიას შორის. იმავე წლის აგვისტოში, ალეპოს დასავლეთი ნაწილი სახელისუფლებო ჯარების გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო აღმოსავლეთი – მეამბოხეების. ქალაქისთვის ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს და არცერთი მხარე მის დათმობას არ აპირებს. ამ ქალაქისთვის არც დივერსიები და ტერაქტებია უცხო: დანგრეულია 40 ათასამდე საცხოვრებელი კორპუსი, 1 000-ზე მეტი სკოლა და 52 მეჩეთი, დაზიანებულია 180 ათასი სახლი, ელექტროსადენები და წყლის სისტემა. ფართომასშტაბიანი შეტაკების და ტერაქტების დროს, ათასობით მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, 2 მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა – 300 000-მდე შემცირდა. ძველი ქალაქი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი, დღეს საშინლად არის დანგრეული. აქ წარმოდგენილ სურათებზე, რომლებიც ომამდე და სამხედრო დაპირისპირების შემდეგ არის გადაღებული, კარგად ჩანს, თუ რა დაემართა სირიის უდიდეს ქალაქს, სამოქალაქო ომის პირობებში. 341 7-ს მოსწონს
|