x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ისრაელ–პალესტინის კონფლიქტის მიზეზი

ისრაელი – გაერო–ს მიერ შექმნილი, ახალგაზრდა სახელმწიფოა. საერთაშორისო ორგანიზაციაში მისი შექმნის გადაწყვეტილება 1947 წლის ნოემბერში მიიღეს. ხოლო, 1948 წლის მაისში, ისრაელის, პალესტინაში დაარსების შესახებ გამოცხადდა. პალესტინა იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იყო.


image


თუმცა, თავიდან დავიწყოთ. ამ ტერიტორიაზე, სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა ხალხები ცხოვრობდნენ. შუა საუკუნეებში და უფრო გვიან, ამ ტერიტორიას პალესტინა ერქვა. იქამდე – იუდეა (რომის პროვინცია) და ბიზანტიური პალესტინა. უფრო კონკრეტულად კი, ამ ტერიტორიის ისტორია ასეთია:

ძვ. წ. აღრ. VIII საუკუნიდან, ეს ტერიტორია ასურეთის, ბაბილონის, აქემენიანების იმპერიის და მაკედონიის მმართველობის ქვეშ იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელიდან ხელში გადადიოდა. ძვ. წ. აღრ. III-II სს–ში პტოლემეოსის ელინისტურ და სელევკიდების სახელმწიფოში შედიოდა. ხოლო, ძვ. წ. აღრ. 63 წლიდან, იუდეა რომის პროვინციად იქცა. 640 წ. ბიზანტიური პალესტინა არაბებმა დაიპყრეს. 1517 წ. კი, ტერიტორია, სულთან სელიმ I-ის მეთაურობით, თურქ-ოსმალებმა დაიკავეს.
რაც შეეხება ებრაელ ხალხსა, მათი ამ ტერიტორიასთან ასოცირება, ბიბლიას უკავშირდება. წმინდა წიგნში წერია, რომ ისრაელის მიწა ღმერთმა ებრაელებს იმისთვის უანდერძა, რომ ის «აღთქმული მიწა» გამხდარიყო. იქ ებრაელი ხალხის წმინდა ადგილებია და ამიტომ, დევნილობაში მყოფი ებრაელები, ყოველთვის ამ მიწაზე დაბრუნებას ცდილობდნენ.

რაც შეეხება ალიას, ანუ მასობრივ დაბრუნებას, ასეთი ისრაელის ისტორიაში სულ ხუთი იყო: პირველი 1881 წელს, მეორე – 1904 წელს, მესამე და მეოთხე – 1919–1923 წლებში, მაშინ პალესტინაში 40 ათასი ებრაელი ჩავიდა, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპიდან და უკვე მაშინ, არაბთა პროტესტი და ებრაულ დასახლებებზე თავდასხმები დაიწყო. ნაცისტური იდეოლოგია გერმანიაში, გასული საუკუნის 30–იან წლებში, მეხუთე ალიას მიზეზი გახდა და პალესტინაში საცხოვრებლად 250 ათასი გერმანელი ებრაელი გადავიდა.
1947 წ. ბრიტანეთს პალესტინის მართვის მანდატი ეწურებოდა, რომელიც მას ერთა ლიგამ გადასცა. ინგლისელებმა მისი გახანგრძლივება ვერ გაბედეს, რადგან არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ ებრაელებსა და არაბებს შორის, მომწიფებული კონფლიქტისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, პალესტინის მოსახლეობის 70% არაბი იყო.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი გაერომ იპოვა და პალესტინაში ისრაელის სახელმწიფოს შეექმნა გადაწყვიტა. მაგრამ, პალესტინის სახელმწიფოს, ცალკე გამოყოფის გარეშე... და ამის შემდეგ, პალესტინა-ისრაელის ტერიტორიაზე, მშვიდობა აღარასდროს ყოფილა...

ისრაელის გამოცხადებიდან, მეორე დღესვე, არაბთა ლიგამ (სირია, ეგვიპტე, ლიბანი, ერაყი და ტრანსიორდანია) ომი გამოუცხადა ისრაელს. ერთი წლის შემდეგ, ომი დასრულდა და ისრაელმა დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილი შეინარჩუნა.

ამ საომარი მოქმედებების დაწყებამდე, 1948 წელს, პალესტინაში დაახლოებით 750 ათასი არაბი ცხოვრობდა. 1949 წლის შემდეგ კი, მხოლოდ 160 ათასი დარჩა. საქმე იმაში იყო, რომ ისრაელმა ლტოლვილები საკუთარ სახლებში აღარ შეუშვა და მათ უძრავი ქონება, ისრაელის სასარგებლოდ ჩამოერთვათ. ამის შემდეგ, არაბულ ქვეყნებში, ებრაულ დასახლებებზე თავდასხმა მოხდა და 800 ათასი ებრაელი ისრაელში გაიქცა.

1967 წელს, ეგვიპტესთან ექვსდღიანი ომის შემდეგ, ისრაელმა სინაის ნახევარკუნძული, ღაზას სექტორი, მდ. იორდანის დას. სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და გოლანის მაღლობები დაიბრუნა. მოგვიანებით კი, ისრაელმა სინას ნახევარკუნძული ეგვიპტეს, სამშვიდობო შეთანხმებების ხელმოწერის სანაცვლოდ, დაუბრუნა. მაგრამ, 1973 წლის 6 ოქტომბერს ეგვიპტე და სირია თავს დაესხნენ ისრაელს და ამ ომში, ისევ ისრაელი გამოვიდა გამარჯვებული.

საერთოდ, ამ ტერიტორიაზე, არაბებსა და ებრაელებს შორის კონფლიქტი, პრაქტიკულად, ერთი წლითაც არ შეწყვეტილა... არაბი ტერორისტები გამუდმებით ახორციელებენ თავდასხმებს. ბოლო წლებში – რაკეტებითაც კი. საპასუხოდ, ისრაელი ღაზას სექტორის საცხოვრებელ უბნებს ბომბავს. ისრაელს ძლიერი და გაწვრთნილი არმია ჰყავს. იქ, ჯარში მსახური, ქალებსაც კი მოეთხოვებათ. ასე, რომ, იქ იარაღის ხმარება ნებისმიერმა ბებიამ იცის...

სიტუაციის დარეგულირების მიზნით, მდ. იორდანეს დას. სანაპიროზე, ისრაელმა კედელი აღმართა. მაგრამ, ამან ისედაც დაძაბული სიტუაცია, კიდევ უფრო დაძაბა... და 2023 წელს კონფლიქტმა ახალი ძალით იფეთქა.

ფაქტობრივად, თუ დავაკვირდებით, პალესტინა რუკიდან თანდათანობით ქრება. რატომ არ მიიღო მაშინ გაერომ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება, ისრაელის შექმნასთან ერთად? – ცალკე საკითხია. მაგრამ, ამ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, უკვე ვეღარ მოიძებნება.


image


სხვა სიახლეები:


* რატომ არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტიანობა?

* სტალინის ორეულები

* სად გაქრა ომის შემდეგ, გესტაპოს უფროსი ჰაინრიხ მიულერი?

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



2
435
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
435
  
2023, 19 დეკემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 დეკემბერი, 12:37
:-(
0 1 2