მოვლენები უნდოდათ ეროტიულად, გამოვიდა კომიკურად: ვარსკვლავები, რომელთა გულახდილი ჩაცმულობა საყოველთაო დაცინვის საგანი გახდა 2016, 4 ივლისი, 9:20 სავალალო შეცდომებს ჩაცმულობაში თითქმის ყველა ქალი უშვებს, მათ შორის გამონაკლისი არც ვარსკვლავი ქალბატონები არიან. დღევანდელ პოსტში წარმოდგენილი ფოტოსურათები ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა მოდური ლაფსუსი შეიძლება მოჰყვეს საკუთარი შესაძლებლობების ზედმეტად შეფასებას და მისწრაფებას, გამოიყურებოდე მომხიბვლელად და სექსუალურად.
მერაია ქერი უკანასკნელ ხანებში მერაია მთლიანად დაკავებულია ავსტრალიელ მილიარდელ ჯეიმს პარკერთან მომავალი საქორწინო სამზადისით. ამ მნიშვნელოვანი დღისათვის მერაიამ საგრძნობლად დაიკლო წონაში და საქვეყნოდ მოინდომა ამის აფიშირება თავისი ვულგარული კოსტიუმით, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მომღერალს ქვედაკაბის ჩაცმა დაავიწყდა. კარუშ ტრენი კიდევ უფრო შორს წავიდა საკუთარი სტილის ძიებაში ამერიკელი მოდელი კარუშ ტრენი. გოგონა ერთ-ერთ მნიშვნელოვან წვეულებაზე ცისფერი მოკლე ქურქით, ბოტფორდებითა და შიშველი დუნდულებით გამოცხადდა. მადონა ექსცენტრიული სამოსის მიმართ სიყვარული და პიკანტური ადგილების მოშიშვლების სურვილი "გრემის" შარშანდელ ცერემონიალზე მომღერალს ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან. შლეიფით დამშვენებული მეკობრის სტილის კაბა თითქოს სავსებით უწყინარად გამოიყურებოდა, მაგრამ საკმარისი იყო მომღერალი ზურგით შებრუნებულიყო და ერთი პატარა მოძრაობა გაეკეთებინა ხელით, რათა მსოფლიოს დაენახა მადონას კაბის კომიკური ელემენტი. პამელა ანდერსონი ისეც ხდება, რომ სავსებით წესიერ და საკმაოდ ძვირადღირებულ კაბას იცვამ, მაგრამ ზურგს უკან არ წყდება დამცინავი ქირქილი იმის შესახებ, რომ წვეულებაზე ღამის პერანგით გამოცხადდი. რემი მა აი, რეპ-შემსრულებელმა რემი მამ კი Bet Awards 2016-ზე საკმაოდ გრძელი კაბით მოიწონა თავი, თუმცა ყოველგვარი შესაძლებელი ჭრილებით აშკარად გადაამლაშა. კაბა საკმაოდ ვულგარული გამოვიდა, თითქოს სამი ზომით პატარა თარგზე შეუკერიათო. კელი ბრუკი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა თავისი კაბის გამო ბრიტანელი მსახიობი და მოდელი კელი ბრუკი. კაბის საკმაოდ გრძელი ჭრილი წითელ ხალიჩაზე თავმომწონედ მიმავალ ბრუკს მუხანათურად მოექცა: მას ტრუსი გამოუჩნდა და დიდი მცდელობა მომხიბვლელად და მიმზიდველად თავის წარმოჩენისა სრული კრახით დამთავრდა. რიანა ერთია - ამაყად მიაბიჯებდე წითელ ხალიჩაზე ეპიტაჟურ ტანსაცმელში ჩაცმული და სულ სხვაა-ასე გამოწყობილი დასეირნობდე შუა ქალაქში პაპარაცების გულის გასახარად და უამრავი გამვლელის გაოცებულ მზერას იპყრობდე. ეს შეგრძნება კარგად ექნება დაცდილი რიანას, რომელიც საყიდლებზე ჩვეულებრივ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გაემართა. ლედი გაგა მომღერლის თაყვანისმცემლები დიდი ხანია მიეჩვივნენ მათი კერპის საკმაოდ გულახდილ სამოსში ხილვას. ლედი გაგას დანახვაზე ძალაუნებურად გვიჩნდება კითხვა : მომღერალს ან ძალიან ეჩქარებოდა და ბოლომდე ჩაცმა ვერ მოასწრო, ან კიდევ მის სტილისტს მაღალი სიცხე ჰქონდა და ვერ შეამჩნია ნახევრად ჩაცმული კლიენტი. ერთი შეხედეთ გამჭვირვალე კოლგოტში გამოწყობილ ლედი გაგას: ნუთუ მას ჰქონია, რომ ეს ჩაცმულობა მოსაწონია და გლამურული? რებელ უილსონი ისეც ხდება, რომ ზედა სამოსის იგნორირება და მხოლოდ ბიუსტჰალტერის სასწაულებრივი შესაძლებლობების იმედად ყოფნა სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ქალს. ამის მაგალითად გამოდგება ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი რებელ უილსონი. გასული წლის MTV-ის დაჯილდოებაზე მსახიობმა გადაწყვიტა ''ფრთაშესხმულ ანგელოზად'' გადაქცეულიყო. ''ეს ჩაცმულობა დიდი შეცდომა იყო''- რეზიუმე არ დააყოვნეს ტაბლოიდებმა. საშა ბარონ კოენი მსგავსი ლაფსუსები არც ძლიერი სქესისათვის არაა უცხო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქალებისაგან განსხვავებით, მამაკაცები მსგავს "გმირობაზე" მიდიან პაპარაცების გულის გასახეთქად. ავიღოთ თუნდაც ბრიტანელი კომიკოსის საშა ბარონ კოენის ჩაცმულობა -აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია. 5713 12-ს მოსწონს
|