x
image
მანჩო 777
15 გასაოცარი ოპტიკური ილუზია, რომელსაც დედა-ბუნება გვთავაზობს...ფოტოშოფი ისვენებს
ფოტოსურათები, რომლებსაც დღევანდელ პოსტში გთავაზობთ, საოცრად არარეალურად გამოიყურება და ეჭვს აღგვიძრავს, რომ მათში ფოტოშოფია გარეული, მაგრამ ეს ასე სულაც არაა: ეს დედა-ბუნებამ იზრუნა და ჩვენს გასაოცებლად შემოგვთავაზა ბუნებრივი ფენომენი, რომელთაგან თითოეულს მეცნიერული ახსნა აქვს, თუმცა ამით მათი ღირებულება სულაც არ კლებულობს.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა გასაოცარი და თვალწარმტაცი ბუნებრივი ოპტიკური ილუზიები.



ინდოეთის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულ მავრიკიის ნაპირებთან წარმოებულმა აეროგადაღებამ უცნაური წყალქვეშა ჩანჩქერი აღმოაჩინა



image

სინამდვილეში ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, გამოწვეული პლაჟის ქვიშისა და შლამის უცნაური ფორმებით.



ეს ხომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტის კვალია ცაზე?


image

ღრუბლებში არსებულ ამ უცნაურ ხვრელს მეცნიერები Fallstreak Hole-ს უწოდებენ. ეს ატმოსფერული მოვლენა ხდება მაშინ, როცა გადაციებული წყლის წვეთები იწყებენ კრისტალიზაციას, მძიმდებიან და ეცემიან ძირს, იზიდავენ რა მეზობელ წვეთებს და იწვევენ ჯაჭვურ რეაქციას.


ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ეს ბიჭები უფსკრულში ვარდებიან


image

სინამდვილეში ისინი ნებივრობენ იაკობის ჭის კრისტალურად სუფთა წყალში. კარსტული წარმოშობის იაკობის ჭა ტეხასში, აშშ-ში მდებარეობს.


ეს პერლამუტრის ღრუბლები იმპრესიონისტის ნახატს გვაგონებს


image

მათი ოფიციალური სახელწოდებაა - პოლარული სტრატოსფერული ღრუბლები. ეს არის კონდენსაციური წარმონაქმნი, რომლის ნახვაც შესაძლებელია პოლარულ განედებზე მზის ჩასვლისას.


ნამიბიაში, Dead Vlei-ს რაიონში გადაღებული ეს ფოტო ნახატს უფრო ჰგავს, ვიდრე ფოტოსურათს


image

ეს ოპტიკური ილუზია გამოწვეულია უდაბნოს წითელი ქვიშის ფონზე აღმართული ხეებით.


უცხო პლანეტაზე გგონიათ თავი, სადაც სამი მზე ანათებს?


image

ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, სახელწოდებით "ცრუ მზე". ის წარმოიშობა სინათლის სხივების გარდატეხით ჰაერში არსებულ ყინულის კრისტალებში მაშინ, როცა ატმოსფეროს ტემპერატურა -25 გრადუსს ქვემოთაა.


გაქვავებული ზღვის ტალღები ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტს მოგვაგონებს


image

სწორედ ასეთ ილუზიას იძლევა აშშ-ში, აროზონას შტატში მდებარე ნაკრძალ ვერმინლიონ კლიფსის წითელი კლდეები. კლდეების უცნაური შეფერილობა განპირობებულია წითელი დაპრესილი კირქვით.


მოჭრილი ხე, რომელიც თოვლზე დევს - ასეთ ასოციაციას იწვევს ჩვენში ეს ფოტოსურათი


image

სულაც არა, ეს "ხის ტოტები" ქვედა კალიფორნიის (მექსიკა) უდაბნოში მდებარე მდინარის პატარა შენაკადებია.



უფსკრულის პირას მიმავალი მოგზაური სიკვდილს თვალებში უყურებს


image

სინამდვილეში მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, რადგან მშვიდად მისეირნობს გლენის ხეობაში მდებარე პატარა მდინარის პირას (აშშ, იუტას შტატი).


ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ეს გიგანტური სპილო მთელ ზღვას შეისრუტავს თავისი ხორთუმით


image
ბაზალტის კლდე, რომელიც ასე საოცრად ჰგავს სპილოს, ისლანდიაში, კუნძულ ჰეიმაეის ნაპირებთან მდებარეობს.


ამ ფენომენს ''ცეცხლოვან ტორნადოს'' უწოდებენ


image

სინამდვილეში ეს სულაც არაა ცეცხლის სვეტი, ის მხოლოდ და მხოლოდ მადნეულის წარმოების ნარჩენებია მდინარე რიო-ტინტოს (ესპანეთი) წყალში.


კიდევ ერთი სურათი იმპრესიონისტულ სტილში


image

შუადღისას სწორედ ასე გამოიყურება ვაშინგტონის შტატში (აშშ) მდებარე ''მოძრავი ბორცვები''.


მრისხანე ღრუბლები, რომლებიც ძალიან წააგავს აღელვებული ოკეანის ტალღებს


image

ღრუბლების ამ უცნაურ სახეობას მეცნიერები Asperatus-ს უწოდებენ. ეს არის ღრუბლების სრულიად ახალი, ნაკლებად შესწავლილი სახე, რომელიც პირველად მხოლოდ 2009 წელს იქნა შემჩნეული.


ეს კი შალის სქელი, ფერადი პლედია... არ მეთანხმებით?


image

სწორედ ასე გამოიიყურება წითელი ქვიშით დაფარული მთები ცჟან დანსის ნაციონალურ გეოლოგიურ პარკში ( ჩინეთი). ბუნებამ ამ პეიზაჟის შექმნას 24 მილიონი წელი მოანდომა.



მთის მწვერვალიდან ჩამოდენილ აბობოქრებულ ლავას არ ჰგავს?


image

ბუნების სასწაული-ჩანჩქერი "ცხენის კუდი", მდებარეობს იოსემიტის ეროვნულ ნაკრძალში (კალოფორინია, აშშ). მზის ჩასვლისას აქ წარმოიშობა გასაოცარი ოპტიკური ილუზია, რომელიც გვიქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მთის წვეროდან გავარვარებული ლავა მოედინება.


"ბრძოლის ველი" სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ (ანტარქტიკა)


image

ამ ადგილს ''სისხლიანი ჩანჩქერი'' ჰქვია. აღმოსავლეთ ანტარქტიკაში მდებარე ტეილორის მყინვარიდან გამომავალი მარილიანი წყალი მართლაც სისხლივით წითელია მასში რკინის ოქსიდის მაღალი შემცველობის გამო.


პ.ს. მართლაც რომ საოცარია და ულამაზესი დედა-ბუნება. ადამიანის გაკვირვებას იგი არასდროს შეწყვეტს, რადგან მას ამოუწურავი ფანტაზია აქვს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ეს სილამაზე, რათა შთამომავლობას შემოვუნახოთ ეს უნიკალური განძი.


2
578
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
578
  
2016, 3 ივლისი, 19:42
მადლობა :)
2016, 3 ივლისი, 18:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2