საზოგადოებრივი რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა ადამიანმა გენმოდიფიცირებული კუნთებით მოიწონოს თავი 2016, 2 ივლისი, 11:43 ![]() არც თუ შორეულ მომავალში აღარ იქნება საჭირო სპორტდარბაზში ხანგრძლივი სიარული მუსკულატურის დაყენების გამო.საჭირო აღარ იქნება სპეციალური კვებაც, აღარაფერს ვამბობთ ჯანმრთელობისთვის საშიშ ანაბოლიკურ სტეროიდებზე. უზარმაზარი ბიცეპსების თუ ტრიცეპსების მიღება გენური ინჟინერიის წყალობით იქნება შესაძლებელი.ცხოველებზე მსგავსი ცდები უკვე ჩატარდა. ჩინეთის გუანჩჟოუს ფარმაცეტიული ინსტიტუტის მეცნიერებმა(Guangzhou General Pharmaceutical Research Institute) ძაღლს ამოაცალეს ერთ-ერთი გენი, რის შემდეგაც ცხოველის მუსკულატურის ზომა ორჯერ გაიზარდა. ![]() ცდებისთვის გამოიყენეს ბიგლის ჯიშის ძაღლები სახელად ჰერკულესი და ტიანგოუ.ცხოველებში მოახდინეს იმ გენის რედაქტირება, რომელიც პასუხს აგებს მიოსტატინის გამომუშავებაზე:-ცილა, რომელიც აფერხებს კუნთების ქსოვილის ზრდას. ძაღლებს არა მარტო კუნთები გაეზარდათ, არამედ უფრო ძლიერები და ამტანები გახდნენ. ჩინელმა მეცნიერებმა ძაღლების გენის რეადაქტირება ამჟამად პოპულარული მეთოდი CRISPR-Cas9-ით განახორციელეს. არ გეგონოთ, რომ ჩინელი მედიკოსების მიზანია, დაკუნთული მონსტრი-ძაღლების გამოყვანა.ისინი ეძებენ დისტროფიის მკურნალობის ეფექტურ მეთოდს. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც მიოსტატინის გენი შესაბამის ეფექტს იძლევა.ამერიკელმა მეცნიერებმა გენური ინჟინერიის წყალობით მიიღეს თაგვი-შვარცნეიგერი «mighty mice» და დაკუნთული ძროხა. ![]() ![]() არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი მიოსტატინის გენის გარეშე იბადება.ასე მაგალითად ძაღლი სახელად Wendy. ![]() მიოსტატინური მუტაცია ადამიანებშიც გვხვდება, მათ შორის ქალებშიც. ![]() 551 8-ს მოსწონს 1-ს არა
|