სხვა ცოლშვილიან იაპონელს სექს-თოჯინა შეუყვარდა 2016, 30 ივნისი, 10:19 იაპონელი მამაკაცი ქალაქ ნაგანოდან არის და ჰყავს ცოლი-შვილი, თუმცა სექს-თოჯინა შეუყვარდა და ამჟამად მასთან ერთად ცხოვრობს.
61 წლის სენძი ნაკაძიმა აქამდე სექს-თოჯინას სახელად საორი მხოლოდ სექსუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხმარობდა, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ როგორც ადამიანს, ისე შეეჩვია. ახლა უკვე მამაკაცი თოჯინას გვერიდან არ იშორებს, მასთან ერთად სეირნობს პარკში, დადის მაღაზიებში.მისივე განცხადებით მოსწონს, როცა თოჯინა მის გვერდითაა და აღარც აპირებს ურთიერთობა ჰქონდეს ნამდვილ ქალთან. იგი რამდენიმე წლის წინ ნაგანოდან ტოკიოში გადასახლდა, სადაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და ამჟამად ბინაში თოჯინასთან ერთად ცხოვრობს. იაპონელ მამაკაცს ღამეც თოჯინასთან ერთად სძინავს. როგორც ცნობილია მსგავსი სექს-თოჯინა დაახლოებით 5 ათასი $ ღირს. რა რეაგირება აქვს ნაკაძიმას ოჯახს მის გატაცებაზე უცნობია. 750 5-ს მოსწონს 1-ს არა
|