სხვა გოგონამ 10 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმის გამო,რომ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა 2016, 29 ივნისი, 10:15 28 წლის კანადელმა მოდელმა ვერონიკა ბლეკმა(Veronika Black) 10 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმის გამო, რომ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა. თვითონ გოგონა არც მალავს, რომ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის ასლი პლასტიკური ოპერაციების წყალობით გახდა.როგორც თვითონ აღნოშნავს, ადრე მას მამაკაცები ზედაც არ უყურებდნენ, ამის შემდეგ გადაწყვიტა პლასტიკური ოპერაციები გაეკეთებინა. 2011 წელს ვერონიკამ გაიდიდა ტუჩები და მკერდი.შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა პირადი ცხოვრებისული პრობლემები ამან მაინც ვერ გადაჭრა. ერთ-ერთ ინტერვიუში გოგონამ აღიარა, რომ მამაკაცებს ეშინიათ მისი გაცნობა."ხალხს ჰგონია, რომ სახიფათო და გარყვნილი ვარ, თუმცა სინამდვილეში მოკრძალებული ნაზი ვარ. ველოდები როდის გამოჩნდება ჩემი ბრედ პიტი." თუმცა პლასტიკურმა ოპერაციებმა და ანჯელინა ჯოლის მსგავსებამ ახალგაზრდა ქალს პოპულარობა მოუტანა. პირად Instagram-ის გვერდზე იგი ხშირად არეკლამებს სხვადასხვა კოსმეტიკურ ნაწარმს, რისთვისაც კარგ ჰონორარს იღებს. 910 9-ს მოსწონს 1-ს არა
|