სხვა მეორე სამყარო ნაწილი 3 2016, 28 ივნისი, 22:23 ცეცხლით მტერი გაანადგურა კოტემ და კუნძულზე ბელადი კი არა მეფე გახდა, მეფედ გამოაცხადეს. გადაწყვიტა აეყვავებინა ეს კუნძული. ასწავლა ხალხს უამრავი რამ, სკოლები გახსნა, იჭერდა ბოროტებს და ნელ-ნელა კუნძულის მოსახლეები ნამდვილ ადამიანებს დაემსგავსნენ. მალე კოტემ უამრავი კუნძული დაიპყრო და ყველა ააყვავა, თუმცა არავის უყვებოდა, თუ როგორ მოხვდა უცნაურ სამყაროში.
*** კოტემ ათი წელი გაატარა კუნძულზე. ერთხელაც ოჯახს მონატრებულმა გადაწყვიტა ნავით გაეცურა და მოდუნებულიყო. დიდხანს იცურა მარტომ, სანამ არ მიაგნო ერთ კუნძულს, ძალიან პატარას, იქ კარი იყო. კოტეს გაუხარდა, ნამდვილ სამყაროში წავალო. კუნძულზე ფეხი დადგა და შევიდა კარში. *** გაახილა თუ არა თვალი დაინახა, რომ სარკოფაგში იწვა. იმ სარკოფაგში, რომლითაც უცნაურ სამყაროში მოხვდა. უნდოდა გაეღო, მაგრამ მიწა უშლიდა. შეშინდა, დაბრუნება მოისურვა, თუმცა ამაოდ. ვერავინ აღმოაჩინა, ხოლო კოტეს "მეგობარმა" არქეოლოგებმა არაფერი თქვეს ამაზე. *** უცნაური სამყარო ისევე დარჩა, ოღონდ მეფეს მოკლებული, სამაგიეროდ უფრო განვითარებულნი იყვნენ და განაგრძეს კუნძულის აღმშენებლობა. დასასრული. 202 9-ს მოსწონს
|