x
image
პლატონ ჭიაბრიშვილი
ცხოვრებისეული კურიოზები ნაწილი 1
"შენ გადაიხადე!"


პატარა ვიყავი. მე, დედაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით რესტორანში. შეუკვეთეს კარტოფილი. ვისადილეთ და ყველანი გავძეხით ჩემი ბიძაშვილის გარდა. შემდეგ ის ამბობს:

- ვაიმე, დედა! ეს კარტოფილი გემრიელია, მაგრამ ვერ გამაძღო! კიდევ რამეს მოგვიტანენ? - იკითხა მან.

- კი! - მივუგე მე. - ანგარიშს, სადაც შენ ფული უნდა გადაიხადო!


მაგიტომაც იცინეს იმდენხანს და ბოლოს ბიძაჩემმა გადაიხადა.





"ქართული არ ვიცი"


ბებიაჩემი, რომელიც ძალიან წუხდა იმაზე, რომ ჩემი ბიძაშვილი უყურებდა რუსულ მულტფილმებს და ქართული შესატყვისები ავიწყდებოდა, გადაწყვიტა ემეცადინებინა.

- აბა, როგორაა ღორის შვილი? - შეეკითხა დიდედა.

- "ხრიუშკა" - უპასუხა ჩემმა ბიძაშვილმა სერიოზულად.

- და შენ ამბობ ქართული კარგად ვიციო? მიპასუხე რა ჰქვია ღორის შვილს?-გაბრაზდა ბებო.

- "პარასიონაკი". - თქვა ჩემმა ბიძაშვილმა სერიოზულად.

- უხ! - ამოიხვნეშა ბებომ. - კი, მაგრამ გოჭი რა არის?

- უი, ხომ! - რა იყო დამავიწყდა. - თქვა "მოსწავლემ".

რამდენიმე წუთიანი მეცადინეობის შემდეგ "მოსწავლემ" შეისვენა. ის უყურებდა ერთ რუსულ მულტფილმს და შემდეგ თქვა:

- ვაიმე, დედა! ამ "სლონს" რამხელა ხორთუმი აქვს!

- "სლონი" რა არის არ იცი? - გაბრაზდა ბებო.

- მე რა ვიცი. - გამოტყდა "ნორჩი მოსწავლე".image



0
773
7-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0