სხვა მესამე მსოფლიო ომი ნაწილი 5 2016, 23 ივნისი, 13:11 მშვიდობიანად მიცურავდა წყალქვეშა ნავი, სანამ რვაფეხამ თავისი ხელები არ მოხვია და არ ჩაითრია ღრმად. ყველა შეშინებული იყო პეტრეს გარდა. მან გადაწყვიტა შებრძოლებოდა ურჩხულს. ასეც მოიქცა. ჩაიცვა სპეციალური ტანისამოსი, აიღო ხელში დანა და ნავიდან გავიდა. მიუახლოვდა და დანა ერთ ხელში ჩასცხო. სისხლი გამოვიდა. რვაფეხა მაინც ებღაუჭებოდა ნავს. ამჯერად მეორე ხელში ჩასცხო პეტრემ და ახლაც ბევრი სისხლი გამოვიდა. ურჩხულმა გაუშვა ხელი ნავს და ახლა სურდა პეტრესთვის სამაგიერო გადაეხადა. ყველა შეშინებული და გაოგნებული უყურებდა ბრძოლას. პეტრემ კიდევ ჩასცხო მესამე ხელში დანა და ბევრი სისხლი დააკარგვინა. რვაფეხა ორი ხელით ჩაებღაუჯა პეტრეს სხეულს, მესამე მოხვია და...
*** კაცების ტირილი არ შეიძლებაო ნათქვამია, თუმცა ნავში მყოფი ყველა ტიროდა. საწყალი პეტრე! მან გაიმეტა სიცოცხლე და რვაფეხას შეაკვდა. ურჩხულმა ბევრი სისხლი დაკარგა, ნელა ცურავდა, ბოლოს მოკვდა და წყალმცენარეებში დაიდო საფლავი. ის ასი ათასი კი მოხმარდებოდა მის ოჯახს. რა ცუდი იქნებოდა, როცა მისი საწყალი ცოლ-შვილნი ამ ამბავს გაიგებდნენ. *** ავსტრალიამდე ცოტაღა უკლდათ. ერთი დღე კიდევ იცურეს და მიადგნენ. მოხვდნენ თუ არა, თვალი მოკრეს რუსების ჯარი იყო ჩამდგარი და ერთი ოფიცერი მეთაურობდა. მან შეამჩნია ახლად მოსულნი და გამოკითხა "გვარიანად, " როცა იცრუეს ტურისტები ვართო, ოფიცერმა დაიჯერა და გზა მშვიდობისა უსურვა. ახლა უნდა დაეხურდავებინათ ის ნაპოვნი ოქრო. დაახურდავეს და გაიყვეს (პეტრეს წილი შეინახეს მისი ოჯახისთვის). *** არ ეგონათ, რომ ავსტრალიაში უკიდურესი სიღარიბე იყო, რადგან რუსებმა ჯარი ჩააყენეს (ავსტრალიის მმართველს არ სურდა, მაგრამ ფული, რომ შესთავაზეს დასთანხმდა) და ხალხს ფულს ართმევდნენ (ეს ავსტრალიის მმართველმა იცოდა, თუმცა ეშინოდა ამის თქმა). გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ ნავით და სხვაგან წასულიყვნენ. ნავში ჩასხდომას აპირებდნენ, მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა და გადაწყვიტა უტიფრად ჩაეხედა ნავში. უარი ვერ უთხრეს, ეშინოდათ. ეს შეატყო ჯარისკაცმა და ოფიცერს დაუძახა. ოფიცერი მოვიდა და ნავში ჩაიხედეს. *** ყველას ციხეში უკრეს თავი, რადგან ოფიცერმა აღმოაჩინა ნავში ივანეს და ვლადიმერის თოფები და მედლები, რომელიც დაარიგეს ომში. ხოლო კაპიტანი და მისი სამი თანაშემწე იმიტომ, რომ ეხმარებოდნენ მათ. ბევრს ეხვეწნენ გამოგვიშვითო და ბოლოს ოფიცერმა უთხრა ცხრაასი ათასი დოლარი დაგიჯდებათო ან მთელი ცხოვრება ციხეო. გადაიხადეს ფული. დარჩა ასი ათასი, რომელიც ვლადიმერს ჰქონდა შენახული პიჯაკში. ეს პეტრეს ფული იყო. არ უნდოდათ დახარჯვა, მაგრამ მოუწიათ, წყალქვეშა ნავი იყიდეს წასასვლელად, რადგან ჩამოართვეს. *** ფული აღარ ჰქონდათ და ამიტომაც კაპიტანი მიიყვანდა რუსებს რუსეთში, თვითონ კი თავის გზას გაუდგებოდა. როცა მიიყვანა აღმოჩნდა, რომ ომი დასრულებულიყო ზავით, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა სამწუხაროდ, მილიარდს ვერ აჭარბებდა. *** ივანე თავის ოჯახში მივიდა და ფიცი შეასრულა. ვლადიმერიც მივიდა, მაგრამ გაიგეს, რომ პეტრეს ცოლი მომკვდარიყო, ბავშვებს კი ბებო უვლიდა, ისინი ძალიან ღარიბები იყვნენ. სინდისის ქენჯნა აწუხებდათ. რაც შეეძლოთ ეხმარებოდნენ. ოფიცერი, რომელმაც ფული გადაახდევინა, დაღუპული პეტრეს მედალი და თოფი ნახა და შეატყობინა მთავრობას. სიღატაკის გამო ბავშვების ბებომ ფული ვერ გადაიხადა და ის დაიჭირეს, ბავშვები კი უსახლკაროთა თავშესაფარში მიაბარეს. იქ მათი ბებო მოკვდა. ასი ათასი, რომ ჰქონდათ დანაზოგი, ისიც ვერ უშველიდა. *** ომი ზავით დამთავრდა და ელოდნენ ომს, თუმცა არ დაიწყეს და სიმშვიდემ დაისადგურა, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. 56 8-ს მოსწონს
|