ინგლისურმა წარმოებამ Wilkinson Sword--მა გამოკითხა 16 წლიდან 55 წლამდე ასაკის 1 000-ზე მეტი ქალი იმ მიზნით, რომ გაეგოთ რომელი ცნობილი ლამაზმანის ფეხებს თვლიან ყველაზე ლამაზად და რომელზე ოცნებობენ თვითონ. თქვენს წინაშეა ინგლისელი ქალების აზრით ყველაზე გრძელფეხება ლამაზმანები და მათი
უნაკლო ფეხები.
მეთხუთმეტე ადგილი ეკუთვნის ჟიზელ ბუნდხენს, მის ფეხებს ხმა მისცა 0, 4 %-მა.
მეთოთხმეტე ადგილზეა კეიტ მოსი, მისმა ფეხებმა დაიმსახურეს ხმების 1, 6 %
მეცამეტე ადგილი დაიკავა კამერონ დიასმა და მას პატიოსნად 2, 9 % ერგო
მეთორმეტე ადგილზეა ტეილორ სვიფტი - 3, 5 %
მეთერთმეტე ადგილზეა ნაომი კემბელი, მისი ფეხები მოეწონა ქალების 4, 1 %-ს
მეათე ადგილზე განთავსდა ოდრი ჰეპბერნი. მის საფირმო ფეხებს ხმა მისცა ქალების 4, 9 %-მა
მეცხრე ადგილზეა ბრიტანელი ველომრბოლელი 2012 წლის ოლიმპიადის ოქროს
მედალოსანი ვიქტორია პენდლტონი, მის ფეხებს ხმა მისცა 6, 5 %- მა
მერვე ადგილზეა შეუდარებელი ანჯელინა ჯოლი და მისი კუთვნილი 7, 2 %
კეიტ მიდლტონი განთავსდა მეშვიდე ადგილზე, მას ხმა მისცა გამოკითხული
ქალების 7, 4 %-მა
მეექვსე ადგილზეა მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი ბეტი გრეიბლი და
მისი ფეხები, რომლებიც 1943 წელს იქცა ბეტსელერად, სახელწოდება „ ფეხები მილიონ დოლარად“ - დაიმსახურა ხმების 7, 8 %
Spice Girls-ის ექს მომღერალი ჯერი ჰოლიუელი აღმოჩნდა მეხუთე ადგილზე და მოაგროვა ხმების 15 %
მეოთხე ადგილი ეკუთვნის ბრწყინვალე თინა თერნერს, მის ფეხებს ხმა მისცა ქალების 16 % -მა
მესამე ადგილზეა ტვიგის თხელი ფეხები _ 17 %
მეორე ადგილზეა კეილი მინოუგი თავისი სრულყოფილი ფეხებით _ ხმების 22%
და ბოლოს, პირველი ადგილი, რომელიც სამართლიანად ეკუთვნის პოპ- კულტურის გვირგვინს მერილინ მონროს, მას ხმა მისცა გამოკითხული ქალების 47 %- მა, რითაც მისი ფეხები აღიარებული იქნა ისტორიაში ყველაზე საფირმო ფეხებად.