x
image
melody_inside
ცნობილი ისტორიული მითები

image


რომ არ არსებობდეს მითები და ლეგენდები, ბევრი გამოჩენილი გამომგონებელი და ცნობილი ადამიანი აღარ მოგვეჩვენებოდა ისეთ გენიალურად. ეჭვები ყოველთვის ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და მისტიურ აურას. ჩვენს წარმოდგენაში გმირები იძენენ ხასიათის უნიკალურ თვისებებს: არნახული ვაჟკაცობა, ხალასი ნიჭი, გაუგონარი, გამჭრიახი ჭკუა.

image

ევამ „ არასწორი“ ვაშლი ჩაკბიჩა

image

დღეში ერთი ვაშლი დაგვეხმარება დავივიწყოთ ექიმები, მაგრამ ლიტერატურაში და ისტორიაში ამ ხილს არც ისე სუფთა რეპუტაცია აქვს.


ნუთუ ეს გამართლებულია? გავიხსენოთ ბიბლიიდან ისტორია. მას შემდეგ, რაც ედემის
ბაღში პირველმა ადამიანებმა გასინჯეს აკრძალული ნაყოფი, მათ შეიცნეს ცდუნების ძალა და ჩაეფლნენ ცოდვებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვაშლი იყო? ტექსტში ამის შესახებ სიტყვა არაა ნათქვამი. ის თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო ატამი, მსხალი ან ნებისმიერი სხვა ხილი.


ნიუტონს ვაშლი დაეცა თავზე

image

ისააკ ნიუტონი

როგორც სჩანს ყველაფერში ვაშლია დამნაშავე _ ადამიანის ბუნება ასეთია. როგორ უნდა ახსნა აბა ლეგენდა იმაზე, რომ ისააკ ნიუტონს თავზე დაეცა ვაშლი მანამდე, სანამ მსოფლიო მიზიდულობის ძალას აღმოაჩენდა? გრავიტაცია ყოველთვის არსებობდა, აი ლეგენდა კი გაჩნდა ნიუტონის სიკვდილის შემდეგ. მისი მეგობრის, უილიამ სტეკლის სიტყვების თანახმად, ვაშლმა მართლა ითამაშა აღმოჩენაში მნიშვნელოვანი როლი. ისააკი სეირნობდა ვაშლის ბაღში, როცა შეამჩნია ჩამოვარდნილი ვაშლი, რამაც უბიძგა მას დაფიქრებულიყო. ოღონდ ინგლისელ ფიზიკოსს თავზე არანაირი ხილი არ დაყრია.


ვან გოგმა ყური მოიჭრა

image

ვან გოგი


ვან გოგი წარმოგვიდგება ტანჯულ და მშიერ მხატვრად, რომელმაც თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი სურათის გაყიდვა შეძლო. ამასთანავე ცნობილია ისიც, რომ რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ჰქონდა ფსიქიური აშლილობა, თვითონ მოიჭრა ყური. მაგრამ არსებობს ამ ინციდენტის მეორე ვერსიაც. ამბობენ, რომ ყურის ნაწილი ვან გოგს მოაჭრა მისმა მეგობარმა გოგენმა. მხატვრები წაკამათდნენ 1888 წლის 23- 24 დეკემბრის ღამეს. გოგენი არ იყო ცუდი მოფარიკავე, ამიტომ რაპირას
მშვენივრად ფლობდა. ამ ნამოქმედარის შემდეგ მან იარაღი გადააგდო, პოლიციაში კი განაცხადა, რომ ვან გოგმა აფექტის მდგომარეობაში თვითონ დაისახიჩრა თავი.


ჯადოქრებს სეილემში წვავდნენ

image

სალემი (სეილემი, შტატი მასაჩუსეტსი) _ ადგილია, სადაც ლეგენდის თანახმად დიდ კოცონზე წვავდნენ ჯადოქრებს. 1692 წელს ჯადოქრობისთვის, რომელიც დანაშაულად ითვლებოდა, ქალაქში გასამართლებული იყო 150 ადამიანი. მათ რიცხვში იყვნენ არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც. უფრო მეტიც, ნებისმიერმა ჯადოქრებზე მონადირემ იცის, რომ უწმინდურ ძალებს ცეცხლით ვერ მოიშორებ. დაწვის ვერსია - მხოლოდ ჭორებია. 150 ადამიანიდან სიკვდილი მიესაჯა მხოლოდ ოცს : 19 ჩამოახრჩვეს, ერთი კი ჩაქოლეს მძიმე ლოდებით. დანარჩენები კი ციხეში იჯდნენ.



ნაპოლეონი არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებოდა.

image


ნაპოლეონი


ბევრი თვლის, რომ ნაპოლეონის გადაჭარბებული ამბიციურობა და სისასტიკე
გამართლებულია მისი არასრულყოფილი სხეულით, პატარა სიმაღლით.

ეს დიდი შეცდომაა, „ პატარა კაპრალის“ სიმაღლე ხომ იმ დროის საშუალო სტატისტიკური ფრანგის სიმაღლეზე მეტი იყო. დამამცირებელ ზედმეტსახელს ჯარისკაცები იყენებდნენ ნაპოლეონ ბონაპარტის სამხედრო კარიერის დასაწყისში მისი შედარებით დაბალი წოდების გამო. მაშინაც კი, როდესაც ის საფრანგეთის მმართველის ტახტზე ავიდა, შეურაცმყოფელი მეტსახელი შერჩა. სწორედ ამ ფაქტს შეჰყავს შეცდომაში მთელი თაობები რამდენიმე საუკუნის მანძილზე.


მაგელანმა იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო

image

ფერნანდ მაგელანი


ყველამ იცის პორტუგალიელი მკვლევარის ფერნანდ მაგელანის შესახებ ორი ფაქტი. ეს ის ადამიანია, რომელმაც გაბედა ემოგზაურა პლანეტის გარეშემო. ამ ისტორიული მოგზაურობის დროს ის აბორიგენებმა მოკლეს. ორივე მოვლენა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამიტომ ღირს გავითვალისწინოთ ის, რომ მაგელანმა გზის მხოლოდ
ნახევარი გაიარა, მისცა რა შესაძლებლობა თავის კომპანიონს ხუან სებასტიან დელ
კანოს გაევლო გზის მეორე ნახევარი და დაესრულებინა მოგზაურობა.


კაპიტანმა კუკმა ავსტრალია აღმოაჩინა

image

ჯეიმს კუკი


ავსტრალიელები ამტკიცებენ, რომ 1770 წელს კუკის სიდნეიში ჩასვლამდე, ქვეყანაში უკვე ნამყოფი იყო ორი ჰოლანდიელი: აბელ ტასმანი და დირკ ჰარტონი, და ასევე ინგლისელი მეკობრე უილიამ დამპირი. მაგრამ სამართლიანი იქნება თუ აღვნიშნავთ იმას, რომ კუკმა ქვეყნის ახალი ტერიტორიები აღმოაჩინა, და უფრო მეტიც, მან ხელი შეუწყო პირველი თეთრკანიანი მოსახლეობის დასახლებას. მაშ ასე, დავუშვათ, კუკმა აღმოაჩინა ავსტრალია. ოღონდ, აღმოჩენის მომენტში ის ატარებდა ლეიტენანტის წოდებას, ამიტომ იმის მტკიცება, რომ ავსტრალია აღმოაჩინა კაპიტანმა კუკმა _ არასწორია.


შექსპირმა დაწერა ჰამლეტის შესახებ

image

უილიამ შექსპირი _ დიდი დრამატურგი და მისი „ ტრაგედია დანიის პრინც ჰამლეტზე“ ( 1603 ) მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მაგრამ პიესას ორიგინალურს ვერ ვუწოდებთ, როგორც შექსპირის სხვა ბევრ ნაწარმოებსაც. საქმე იმაშია, რომ ის დაწერილია სკანდინავიელი ხალხის ძველი ლეგენდების მოტივების მიხედვით. მწერალი ხშირად იღებდა თავისი ნაწარმოებების საფუძვლად ძველ, დავიწყებულ სიუჟეტებს.


ედისონმა გამოიგონა ელექტრონული შუქი


image


ტომას ედისონი განთქმულია პატენტების რეკორდული რაოდენობით ( 1093 ), რაც რამდენიმე ასწლეულია ყველას აოცებს. ნიშანდობლივია ის, რომ სინამდვილეში ტომასს აქედან ბევრი რამ არ აღმოუჩენია.ედისონის მიღწევების დიდი ნაწილი, მათ შორის ელექტრონული შუქიც _ მისი ნაკლებად ცნობილი ტექნიკების დამსახურებაა. ედისონის შუქის გამოჩენამდე ორმოცი წლით ადრე, ინგლისელმა გამომგონებელმა ჰემფრი დევიმ
შექმნა რკალური განათება ( ნახშირბადის ძაფის გამოყენებით ). მრავალი წლის მანძილზე ბევრი გამომგონებელი ცდილობდა გაეუმჯობესებინა და დაეხვეწა დევის მოდელი, რადგან არცერთი ხელსაწყო არ ანათებდა თორმეტ საათზე მეტ ხანს.
ედისონის ლაბორატორიის მიღწევა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ იქ ნაპოვნი იქნა სწორი ძაფი, რის შემდეგაც ხელსაწყო ანათებდა გადაბმულად რამდენიმე დღის განმავლობაში.


თაობიდან თაობებზე გადაცემული ისტორია ყოველთვის მახინჯდება. ჩვენი საქმეა _ ის ობიექტურად შევაფასოთ. მაგრამ იქნებიდა კი ის ისეთივე საინტერესო, მასში სიმართლის ნაწილი რომ არ ერიოს?














3
1004
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1004
  
2016, 1 ივლისი, 8:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 29 ივნისი, 15:11
მადლობა საყვარელო.... სამწუხარო რაა იციიი, მაგ სტატიას საერთოდ არ ახ ნახვები და ვიღასეების შიშველ ფეხებზე რომ დავწერე, იმ სტატიას ოთხჯერ მეტი ნახვა აქვს :-(
2016, 29 ივნისი, 14:35
საინტერესო სტატიაა, ნინი! ძალიან მომეწონა, გავაზიარე რა თქმა უნდა!
0 1 3