x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტოპ 5 გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან


1)ტაბიტა ბებიტი(1779 - 1853) შექმნა მრგვალი ხერხი.

image


ტაბიტა ბებიტი პროტესტანტული რელიგიური საზოგადოების, შეიკერების წევრი იყო.


ამ რელიგიური მიმდინარეობის ერთ-ერთი მრწამსი იყო ქალის და მამაკაცის თანასწორობა.ამიტომ ქალები მამაკაცებთან ერთად მძიმე ფიზიკურ სამუშაოსაც ასრულებდნენ.



ასე მოხვდა ტაბიტა ტყის სამხერხაოში.მამაკაცები დიდი 2 მეტრიანი ხერხით ხელში ჭრიდნენ მორებს, თუმცა როგორც შეატყო ამ პროცესს დიდი დრო და მძიმე ფიზიკური შრომა სჭირდებოდა.ამასთანავე ენერგია ფუჭად იხარჯებოდა.

image

ბაბიტა თავად იყო ფეიქარი და ჩარხთან მუშობდა.მას მოაფიქრდა გენიალური იდეა.რა იქნება, თუ დისკოს წამყვან ბორბალს დავუყენებთ მრგვალ ხერხს?ბებეტამ თავის მანქანა კიდევ უფრო სრულყო და პირველი წარმატებული გამოცდაც ჩაატარა.

image

ხის მჭრელები ბებეტას გამოგონებას 1913 წლიდან იყენებდნენ.რელიგიურმა ბებეტამ გამოგონება არ დააპატენტა, ის ფიქრობდა, რომ მის გამოგონებით ყველა ადამიანს უნდა ესარგებლა და შეემსუბუქებინა შრომა.









2)ბარბა ნიკოლ კლიკო(1777 - 1866)-გამოიგონა თანამედროვე შამპანური.

image

მადამ კლიკომ დაარსა მსოფლიოში ცნბილი კომპანია "კლიკოს ქვრივი" .ბარბა 27 წლის იყო, როდესაც ქმარი ფრანსუა კლიკო ციებ-ცხელებით გარდაეცვალა და ქმრისგან მემკვიდრეობით ნიკოლმა საგვარეულო ციხესიმაგრე, ვენახი და ცარცის მთაზე 24 კილომეტრზე გადაჭიმული სარდაფები მიიღო.


კრისტალურად სუფთა ღვინის საწარმოებლად მანვე გამოიგონა რემუაჟის მეთოდი. ბოთლებს თავდაყირა დგამდნენ და ასე აბრუნებდნენ, რათა ნარჩენები
თავსახურთან დაგროვილიყო. შემდეგ სასმელს ყინავდნენ და თავსახურს ხდიდნენ, მასთან ერთად სითხე ნარჩენებისგანაც თავისუფლდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენდნენ მის ხელმეორედ შეფუთვას. კლიკოს ქვრივის მიერ ამ მეთოდის მოფიქრებამდე, ღვინოს ერთი ბოთლიდან მეორეში გადასხმით ასუფთავებდნენ, რომლის დროსაც შუშხუნა თავის საუცხოო ძალას კარგავდა.

image
3)მერი ანდერსონი-(1866–1953)-მინების საწმენდი(ე.წ. დვორნიკები)


image

მერის ვენახების რანჩო ჰქონდა კალიფორნიაში, იგი 1902 წელს ნიუ-იორკში საქმიან შეხვედრაზე ჩამოვიდა. დიდთოვლობის გამო მგზავრობის დროს მძღოლი წამდაუწუმ აჩერებდა ტრამვაის და შუშებს წმინდავდა, რის გამოც შეხვედრაზე დააგვიანდა.


სახლში დაბრუნებულმა მერიმ მექანიკოსთან ერთად შექმნა მოწყობილობა ე.წ. ფანჯრების საწმენდი. ეს იყო მოძრავი ბერკეტი აღჭურვილი ზამბარით და რეზინის დანებით.


მერიმ თავის გამოგონება დააპატენტა, ხოლო 1922 წელს კომპანია "კადილაკმა" პირველად გამოიყენა ავტომობილებზე მინების საწმენდი, რომელიც დღეს ნებისმიერი ავტომობილის უცილობელი ატრიბუტია.

image





4)სტეფანი კვოლეკი(1923 - 2014)-კევლარი.


image

პოლონური წარმოშობის ამერიკელმა ქიმიკოსმა ახალი ბოჭკოვანი მასალა კევლარი შექმნა. როდესაც მისი ტესტირება მოხდინეს კვოლეკს ეგონა, რომ აპარატურამ აურია, როგორც აღმოჩნდა კევლარი 5-ჯერ უფრო გამძლე ქსოვილი იყო, ვიდრე ფოლადი.


ამჟამად კევლარი გამოიყენება საბურავებში, ავიაციაში და გემთმშენებლობაში, თუმცა ყველაზე აქტიურად მისი გამოყენება ჯავშანჟილეტებში ხდება.


image




5)ავგუსტა ადა ლავლეისი(1815-1852)-პროგრამირების პრინციპი.

imageავგუსტა პოეტ ჯორჯ ბაირონის ერთადერთი ქალიშვილი იყო, თუმცა საკმაოდ ცუდი მამა გამოდგა, მხოლოდ ერთხელ ნახა თავისი ქალიშვილი მთელი ცხოვრების მანძილზე.მალე ავგუსტამ სახელი შეიცვალა და ადა დაირქვა, რადგან გოგონამ ჩათვალა, რომ სახელი "ავგუსტა" ბაირონმა თავის საყვარლის საპატივცემლოდ დაარქვა.


გოგონამ მიიღო მათემატიკური განათლება, 17 წლისამ გაიცნო ჩარლზ ბებიჯი, რომელმაც 1833 წელს შეიმუშავა უნივერსალური ციფრული გამომთვლელი მანქანა, Difference Engine. ადა-ს ევალებოდა იტალიელი მათემატიკოს ლუიჯი მენაბრეას ჩანაწერების მათემატიკურ მანქანა – Analitical Engine-ზე თარგმნა. თარგმნის პროცესში Ada-მ გამოიყენა საკუთარი მათემატიკური განათლება, განავრცო მენაბრეას ჩანაწერები და აღწერა ახალი ალგორითმი, რომელიც ციფრების გარკვეული სერიის ამოცნობას ახორციელებდა და დღემდე პროგრამირების პირველ აქტად განიხილება.





1
662
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
662
  
2016, 28 ივნისი, 13:27
საინტერესო სტატიაა, სამწუხაროა გაზიარებას ფასი რომ დაეკარგა.
კევლარი კი მართლაც საოცრებაა...
0 1 1