სხვა მეორე სამყარო ნაწილი 2 2016, 27 ივნისი, 23:08 მიდიოდა შეუჩერებლივ, დაღლილი იყო, თუმცა არ ისვენებდა. ბოლოს მიადგა ერთ ადგილს, სხვებისგან არაფრით გამორჩეულს, მაგრამ რამდენიმე წამში კარი გაჩნდა. კოტე გაოგნებული დარჩა, მეჩვენებაო გაიფიქრა და მაინც გადაწყვიტა შესულიყო.
ასეთი სახტად დარჩენილი არასდროს ყოფილა. შევიდა თუ არა მზით განათებულ კუნძულზე ამოყო თავი. უკან დაბრუნება სურდა, თუმცა კარი მაშინვე გაქრა. შეშინდა არ გავნადგურდეო, შევიშალეო იფიქრა, მაგრამ ყველაფერი სინამდვილესავით იყო.
*** კუნძული სადაც მოხვდა იმდენად პატარა იყო, რომ ოც წუთში შემოუარა. კოტეს მხოლოდ ერთი დანა ჰქონდა, მას ეს გამოჰყვა როცა თხრიდა. გადაწყვიტა მოეჭრა ხე, გაეკეთებინა ნავი და რაიმე აღმოეჩინა ამ ფანტასტიკურ ადგილზე. ბედად მის გარდა არავინ იყო კუნძულზე და ხეებს ხილი ესხათ. რამდენიმე კვირაში ნავი დაასრულა, ის სრულყოფილი იყო და გამძლე. დანას უჩიოდა, ჯერ ამოდენა ხეების მოჭრა, შემდეგ ნავის გაკეთება... *** რამდენიმე საათი იცურა. შემდეგ დაინახა დიდი კუნძული. გაბედა და მიუახლოვდა. როცა იქ მივიდა და მიწაზე დადგა ფეხი, რამდენიმე ადამიანმა დაინახა, მათ იყვირეს დარაღაც თქვეს მათ ენაზე. რამდენიმე წამში ხალხი შეიკრიბა და დაუწყეს კოტეს ყურება. არქეოლოგი ადგილიდან არ იძვროდა. ბოლოს ერთი იმათგანი მას მიუახლოვდა და გაუგებრად დაუწყო ლაპარაკი. ბოლოს კოტე წაიყვანეს და პატარა ქოხში წაიყვანეს, ორი დარაჯი დაუყენეს, ტუსაღად აქციეს... *** კოტემ ნელ-ნელა ენა აითვისა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარი იყო. ის ხშირად ელაპარაკებოდა დარაჯებს და როგორც შეიტყო კუნძული ორად იყოფოდა: წითლებად და თეთრებად. ესენი წითლები ყოფილან და აი რას ნიშნავს: მათ გადმოცემით იცოდნენ ცეცხლის ძალა. რაც შეეხება თეთრებს, მათ არ იცოდნენ რას ნიშნავდა ზოგადად ცეცხლი. როგორც გაირკვა მტრობის მიზეზი ყოფილა ძალაუფლება, როგორც თითქმის ყოველთვისაა. თავდასხმები ძალიან ხშირი იყო. ასევე გაიგო, რომ აქ ელვა უიშვიათესი იყო, მაგრამ წვიმა იყო ხოლმე ჩვეულებრივ. ამიტომაც ხარობდა უამრავი მცენარე, ამ მხარეში სულ ზაფხული იყო. *** ერთ მშვენიერ დღეს წითელთა ბელადმა ბრძანა ტუსაღი გამოეშვათ და თუ კოტე რაიმე გასაოცარს აჩვენებდა ის თავისუფალი იქნებოდა ( ყველა პატიმარს აძლევდნენ ამის უფლებას და ზოგმა ვერაფერი ჰქნა, რის გამოც ცხოვრება გაატარა პატიმრობაში). არქეოლოგმაც ისარგებლა ხალხის უმეცრებით, ხის ტოტი ხის ტოტზე გაახახუნა და ცეცხლი წარმოქმნა. ყველას ამის შემხედვარეს პირი დაეღო. ბელადი შეშინდა და გადაწყვიტა ის დაეპატიმრებინათ. ამაზე კოტე აენთო, აიღო ცეცხლი და გადაწყვიტა დაეპყრო კუნძული, ყველა დაეხოცა ვინც არ დაემორჩილებოდა, ეს უსამართლობა იყო, ყველას მოეწონა კოტეს "ილეთი", ბელადმა კი არ გადამაგდოს ცეცხლითო მაგის შიშით დაპატიმრება ბრძანა, ამიტომაც თითქმის ყველამ კოტეს დაუჭირა მხარი ( უხაროდათ ცეცხლი, რომ დაანთო, ამიტომ ის ბელადად აღიარეს), დაიწყო ბრძოლა.... 38 4-ს მოსწონს
|