x
image
პლატონ ჭიაბრიშვილი
მეორე სამყარო ნაწილი 1
არქეოლგი კოტე ისე იყო მოწყენილი, რომ მზად იყო ეტირა. ვერ იტანდა, როცა რაღაცას ვერ იპოვიდა. ერთხელაც მთელი გულით თხრიდა და მან და მისმა მეგობრებმა ამოთხარეს ფარაონის სამარხი. ყველას მოეწონა და გადაწყვიტეს თავი აეხადათ. ჯერ ვერ გააღეს, მაგრამ შემდეგ ჩაქუჩი გამოიყენეს და...




***

სახტად დარჩნენ, როცა ნახეს, რომ სარკოფაგი ცარიელი იყო, მხოლოდ ერთი პატარა მონეტა. კოტემ ხელი დაადო და უცბად გაქრა...



***


თვალი გაახილა, თუ არა დაინახა მიწაში იყო, ერთ გრძელ გვირაბში იწვა. მის გვერდით ერთი კაცი იყო.

- გამარჯობა! - მიესალმა კოტე.

სიჩუმე იყო. თურმე ის კაცი არ არსებულა.ეს მოჩენება იყო. კოტე შეშინდა. გადაწყვიტა ევლო, მაგრამ სად? აქ როგორ მოხვდა? უფრო შეშინდა და გონი დაკარგა...



***

მეგობარმა არქეოლოგებმა ისე აიტეხეს დავმარხოთ სარკოფაგიო რომ უკვე ბარი ხელში ეჭირათ. არ უფიქრიათ კოტეს გადარჩენაზე.





***

მიდიოდა წინ კოტე. არაფერი გასაოცარი არ უნახავს. წინ მივიდა და გვირაბი დამთავრდა. ახლა კი უკან გაემართა. გზაშიკიდევ ერთი კაცი დაინახა, ესეც მოჩვენება, უჭმელობამ იცის...

უკან რომ მიდიოდა, დაახლოებით ორი კილომეტრი გაიარა. აქაც გვირაბის დასასრული იყო.სასოწარკვეთილი დაეცა. სანამ რაღაც ხმაური არ გაიგონა. გვირაბის ერთი ნაწილი დაინგრა და ახალი გზა გამოჩნდა. კოტეც მიდიოდა. ასე რამდენიმეჯერ განმეორდა. ერთხელაც დაინგრა გვირაბის ნაწილი და ოქროები ნახა. ესეც მოეჩვენა. ბოლოს წაიქცა. ამ დროს უცებ აფეთქების ხმა გაისმა. გვირაბის ნაწილი დაინგრა.კოტემ ნახა სასახლე გვირაბი
უცნაური ცხოველებით...

2
236
8-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
236
  
2016, 24 ივნისი, 18:15
დიდი მადლობა, ქალბატონო
2016, 24 ივნისი, 14:41
მაგარიააააა
0 1 2