სხვა მესამე მსოფლიო ომი ნაწილი 1 2016, 20 ივნისი, 23:01 ქვეყნები მზად იყვნენ. ორი უძლიერესი სახელმწიფო: რუსეთი და ამერიკა და მათი მოკავშირეები. 22-ე საუკუნე, განათლებული ხალხი, მაგრამ მსოფლიოს ლიდერების დაუოკებელი სიხარბე. ისინი, რომ გაერთიანდნენ პლანეტას გაანადგურებდნენ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ არ გამოიყენებდნენ ატომურ ბომბს. ეს ადამიანებმა იცოდნენ, მაგრამ მაინც ვერ იმშვიდებდნენ თავს. იმდენი საშინელება იყო მაგის გარდა...
ზოგი ამბობდა მაინც გამოიყენებენო, ზოგი არაო. ამაზე ორად იყოფოდნენ. მცირე ნაწილი ამტკიცებდა ომი არ იქნებაო, თუმცა ცდებოდნენ. მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ეომებოდა აზიას. უამრავი საშინელება, მომწამლავი გაზი,
თოფები, ცივი იარაღი, ტანკები...
*** - მეშინია, თუმცა ვერაფერს გავაკეთებ, მაინც წასასვლელი ვარ. - მეც მეშინია. წარმატებებს გისურვებ. იმედია... - მე დავბრუნდები, პირობას ვდებ. - რა იცი? - ვიცი, გული მიგრძნობს. აზია გაიმარჯვებს. - ამას იმიტომ ამბობ, რომ რუსი ხარ და აზიისთვის იბრძვი. - არა! მაგიტომ არა. აზია დიდია, ძლიერია. - ნუ რა ვიცი... დრო გვიჩვენებს. ასე დასრულდა ცოლ-ქმრის: ივანეს და ელენეს საუბარი ქმარი წავიდა და დატოვა ცოლი და ოთხი შვილი. *** ვერტმფრენში ხმაური იყო. ყველა საუბრობდა პილოტების გარდა. ივანე კი მხოლოდ ცოტას თუ იტყოდა და ეგეც ჩუმად. ხალხს ეტყობოდა შიში, მაგრამ თავს იმშვიდებდნენ ყველაფერი კარგად იქნებაო. - ტყუილად წამოიწყო ომი ამერიკამ. სიმშვიდე დაარღვია. - მაგისთვის ინანებს. - ვითომ? - აბა რა! - ატომურ ბომბს, რომ არ იყენებენ ეგ კარგია, მაგრამ ვაი, რომ დავიხოცოთ! - ეჰ! ივანე უფრო შეშინდა. ფიქრობდა ყველაფერზე. - ჩვენ გარდა კიდევ ათასამდე ვერტმფრენი მოდის. ეგენი თუ გვიშველიან, დიდ მადლობას ვეტყვი. - თქვა ერთმა. - ჰაჰ! მადლობა, არ უშველის. მათ საფლავებზე უნდა მიხვიდე და იტირო! - უპასუხა მეორემ. - კარგი, ოღონდაც ცოცხლები ვიყოთ. - ამოიოხრა პირველმა. ამ დროს აფეთქების ხმა გაისმა. მოწინააღმდეგე ანადგურებდა არმიას! *** ივანე მართლაც უცნაურად გადარჩა და მასთან ერთად ერთი პილოტი. სანამ მათი ვერტმფრენი აფეთქდებოდა ივანემ თქვა გავიქცეთო, აიღო პარაშუტი მაგან და გადარჩენილმა პილოტმა და მიწაზე დაეშვნენ. რამდენიმე ვერტმფრენი კიდევ იყო ცაზე, თუმცა ამერიკისამ გაანადგურა. ივანე და პილოტი მიდიოდნენ. ისინი ამჟამად ინდოეთში იყვნენ. ერთ ტყეში. - ივანე, ჩვენ თავს უნდა ვუშველოთ, არაა ომის დრო ჩვენთვის! - მართალია და სად წავიდეთ? გვიპოვიან და დაგვიჭერენ! - ჰოდა, ამ ტყეში ვიყოთ! დადიოდნენ გახარებულები, რადგან ბედმა გაუღიმა, ახლა მხოლოდ დაელოდებოდნენ ომის დამთავრებას ამ ტყეში და წავიდოდნენ სახლში. პილოტიც თურმე რუსი ყოფილა, სახელად პეტრე. ერთ საათში უეცრად ხმაური ატყდა. მათ თვალი მოკრეს ცეცხლს. ცაზე ორმა ვერტმფრენმა გაიფრინა. ახლა კი უნდა გაქცეულიყვნენ, მაგრამ გაიგეს კაცების ხმა, უდავოდ ჯარისკაცები იყვნენ. ისინი გარბოდნენ და რამდენიმე წუთში შეისვენეს. ჯარისკაცები დაეწივნენ. - გამარჯობა! - გამარჯობა! - თქვენ? - ჩვენ რუსეთის ჯარისკაცები ვართ. მე ვარ პეტრე, ის ივანეა. - გასაგებია. აქ საიდან? - ვერტმფრენი აგვიფეთქეს. - ეს ერთი საათის წინ იყო და... - უგონოდ ვიყავით. - აჰა! წავედით! გაიქცნენ.ივანემ პეტრეს თვალი ჩაუკრა და ჩუმად შეაქო ტყუილისთვის, რომელიც დროზე მოიფიქრა. მათ სხვები გააფრთხილეს და მოემზადნენ. ვერტმფრენები ააფრინეს, რომელშიც ბედად ივანე და პეტრე მოხვდა, მათდა საუბედუროდ! დაიწყო აფეთქებები. ამჯერად მათ მოუგეს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... 290 9-ს მოსწონს 1-ს არა
|