როგორ გამოვიცნოთ როდის არის პომიდორი სახიფათო და როგორ ავირჩიოთ სწორად - ის, რაც ბევრმა არ იცის!
საზაფხულო სალათების უმრავლესობა წარმოუდგენელია წითელი, წვნიანი, გემრიელი პომიდვრის გარეშე. გარდა ამისა, ისინი ძალიან ბევრი კერძის შემადგენლობაში შედის და შესანიშნავად ექვემდებარება კონსერვირებასაც. თუმცა, თავიდან, აუცილებელია სწორად შეირჩეს აღნიშნული პროდუქტო. ხარისხიანი პომიდვრის სწორად შერჩევის რამდენიმე წესი და ნიშანი არსებობს.
პირველ რიგში, პომიდორი უნდა იყოს ერთგვაროვანი ფერისა და ზომის, ჰქონდეს პრიალა და დაუზიანებელი ზედაპირი. დაზიანებულ ზედაპირში კარგად მრავლდება მიკრობები და ბაქტერიები. ამას გარდა, ყურადღება მიაქციოთ პომიდვრის ფერს - ის უნდა იყოს მკვეთრი, რაც მიუთითებს ნაყოფის მწიფობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პომიდვრის ღეროს მდგომარეობა, რადგან ამ ადგილზე არსებული დაზიანება ან არაბუნებრივი ფერი, მიუთითებს იმაზე, რომ ნაყოფში სასარგებლო ნივთირებები ცოტაა.
შეძლებისდაგვარად შეეცადეთ აირჩიოთ საშუალო ზომის ნაყოფი, რადგან ზედმეტად დიდი ზომა შეიძლება მეტყველებდეს მძიმე ქიმიური სასუქის გამოყენებაზე. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი ჯიშები, როგორიცაა "ვარდისფერი გიგანტი" ან "ხარისგულა", რომელთა ნაყოფის მასა ხშირად 0, 5 კგ-მდე აღწევს.
პომიდვრის ყიდვისას არ დაგეზაროთ უყნოსოთ ნაყოფს. თუ მომჟავო სუნს იგრძნობთ, ესე იგი, პომიდორს ლპობა აქვს დაწყებული. ხოლო სუნის სრულიად არარასებობა, მოკრეფისას ნაყოფის დაუმწიფებლობაზე მეტყველებს. იდეალური ვარიანტია, ყუნწიანი პროდუქტის შეძენა, რადგან, თუ ბოსტნეული მოკრეფის შემდეგ საწყობში დამწიფდა, ამ პერიოდში ყუნწი აუცილებლად დალპებოდა.
ხელით შეხებისას პომიდორი უნდა იყოს მკვრივი. თუ ბოსტნეული რბილია, ეს ლპობის პროცესის დაწყების ნიშანია, და პირიქით, თუ ნაყოფი ძალიან მაგარია, ესე იგი, მკვახე მოკრიფეს და საწყობში დამწიფდა. შეძლებისდაგვარად ეცადეთ გაჭრათ პომიდორი და ყურადღება მიაქციოთ რბილობს, რომელიც უნდა ავსებდეს მთელ სივრცეს (სიცარიელების არსებობა მოკრეფის შემდეგ პროდუქტის დიდი ხნით შენახვაზე მეტყველებს).
თუ გსურთ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი პომიდორი, დააკვირდით, არ იყოს რბილობში ღია მწვანე ფერის ლაქები და ყუნწიდან გულისაკენ მიმავალი მაგარი ღერძები. თუ ნაყოფის რბილობი კანზე უფრო ღია ფერისაა, ეს მასში საზიანო ნივთიერებების არსებობის აშკარა ნიშანია. ამავე საფრთხეზე მიგვანიშნებს პომიდვრის ზედმეტად მაგარი კანი და მოთეთრო ზოლების არსებობა. მიაქციეთ ყურადღება რამდენად წვნიანია პომიდორი - გენმოდიფიცირებული პროდუქტი, როგორც წესი, გაჭრისას საერთოდ არ უშვებს წვენს.
ასე რომ, აირჩიეთ სწორად, მიირთვით ჯანსაღი პროდუქტი და იყავით ჯანმრთელნი!
გამოდის სულ GMOს გვაჭმევენ , აბა დღეს პომიდორი პომიდორს არარ გავს