x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვალერი კვარაცხელია:ევროკავშირის ნგრევის დღე საქართველოს გამოღვიძების დღეა! გილოცავთ
image

პარტია “სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელი ვალერი კვარაცხელია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას სოციალური ქსელიდან ეხმაურება:


გილოცავ, ქართველო ერო!
ევროკავშირი დაინგრა!
ამერიკელთა მიერ შეკოწიწებულ "ევროპის შეერთებულ შტატებს" წერტილი დაესვა!
სულ მალე, ასევე დაინგრევა ნატო!
კითხეთ ამ რეგვენ ქართველ პოლიტიკოსებს, სად მიდიან ახლა, რომელ კავშირში?!
image

გუშინწინ, 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების 75-ე წლისთავზე, გორში,
სახალხო მოძრაობა - "სოციალისტური საქართველო" დავაფუძნეთ. საქართველოს
თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა სახალხო წარმომადგენლებმა ამ ახალი,
პროგრესული, დიდი სამომავლო მოძრაობის დაფუძნებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ჩვენი დროშა წითელია!
ჩვენი ჰიმნი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჰიმნია!
ჩვენი დევიზია, - "დედა-სამშობლო გვიხმობს!"
ჩვენი სლოგანია, - "აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე, ივერთ მხარეო!"
გიხმობთ, გეძახით, გეპატიჟებით!

წითელი დროშებით გავრეკოთ ცისფერი და ცისარტყელას ფერების დროშებითა და
უკანალის ფილოსოფია-იდეოლოგიით აღჭურვილი თახსირები ქართული პოლიტიკიდან!
სატანის მოციქულები გავრეკოთ ქართული ტელეარხებიდან, ამერიკული ტელეარხები
კი საქართველოდან!
ევროკავშირის ნგრევის დღე საქართველოს გამოღვიძების დღეა!
გილოცავთ!



ფურუნკული გასკდა
აქ რა ამბავი ამტყდარა, ეს რა "დემოკრატიული" ყიჟინა აუტეხავს "ცრუ"- ს და "ფბრ"-ის აგენტურას?!
image

ევროკავშირი რატომ დაინგრა, იცით? ამგვარი ნახირის მოშენების გამო,
"პატრიოტული" გრძნობების გამოხატვას მხოლოდ დედის გინებით რომ ახერხებს!

მე თქვენ დედებს არ შეგაგინებთ, მაგრამ მათთვის რომ მეცალოს, სათითაოდ
გავწკეპლავდი თქვენი გაზრდისთვის. ისე, ცოტა ეჭვიც კი მეპარება იმაში,
დედის გაზრდილი კი არა, დედის გაჩენილი თუ ხართ, საერთოდ. მე მგონია, რომ
ამერიკულ ლაბორატორიებში გამოჩეკილი ხელოვნური ვირთხები უფრო ხართ, ვიდრე
დედის მიერ გაჩენილი და აღზრდილი ადამიანები.
მესმის, რომ სხეული
გეწვით (აბა, სული სად გაქვთ?), დასავლეთის მიერ თქვენთვის გადმოგდებული
ვიგინდარული გასამრჯელოს დაკარგის შიშით. ევროკავშირი დაგენგრათ, ნატო მალე
დაინგრევათ. ამერიკა აქედან გუდა-ნაბადს აიკრავს და რუსეთი კიდევ
ფეისბუქზე ვიღაცისთვის დედის შეგინებაში ფულს არ გადაგიხდით. რუსეთმა,
დიდი-დიდი, ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობა შემოგთავაზოთ, მაგრამ თქვენ არც
შრომა შეგიძლიათ და არც - აზროვნება. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ყარდეთ,
ვინაიდან თქვენ ხორცისგან, სულისგან და სისხლისგან კი არ შედგებით, თავიდან
ბოლომდე ჩირქის გროვა ხართ, - ფურუნკული, რომელიც გასკდა!
არა უშავს, რუსეთიდან ხარისხიან სადეზინფექციო საშუალებებს შემოვიტანთ და გადაგრეცხავთ..."



შეგახსენებთ, "დედა სამშობლო გვიხმობს" - ამ ლოზუნგით ვალერი კვარაცხელიამ გორში სახალხო მოძრაობა "სოციალისტური საქართველო" დააფუძნდა.
ახალი მოძრაობის დაფუძნება სამამულო ომის დაწყების 75 წლის იუბილეს დაემთხვა.



1
416
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
416
  
2016, 26 ივნისი, 0:32
რა სიმართლე უთქვამს ზვიად გამსახურდიას, როცა ამ იდიოტივით გამყიდველი ინტელიგენციის ნაწილს "წითელი ინტელიგენცია" უწოდა.
ფაქტი სახეზეა, დრო ვერ ცვლის მოღალატის და გამყიდველის ბუნებას, იუდა იუდად რჩება და მუდამ მზადაა 30 ვერცხლი "ჩაიჩხრიალოს" ქვეყნის გაყიდვის საფასურად...
0 1 1