x
image
Guns N Roses
მოცეკვავე გოგონა პროტეზის ფეხით

მოცეკვავე გოგონა პროტეზის ფეხით




image













როდესაც გები შული, მოსწავლე გოგონა მისურიდან, იყო ცხრა წლის ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - "ოსტეოგენური სარკომა" - ავთვისებიანი სიმსივნე. სამწუხაროდ გოგონას ფეხის ქვედა კიდურზე ამპუტაცია ჩაუტარდა.



"ჩვენ მივედით ექიმთან და მან გვითხრა, რომ გების ავთვისებიენი სიმსივნე ჰქონდა, სავარაუდოდ ოსტეოგენური სარკომა. ჩვენ შოკირებულნი ვიყავით. მას მოუხდა ნათქვამის რამდენჯერმე გამეორება, რადგან მე არ მინდოდა ამის დაჯერება. მე უბრალოდ არ ვიჯერებდი, რომ ჩემს ყურებს ყველაფერი სწორედ ესმოდათ. გებიმ მკითხა თუ რატომ დაემართა მას ეს. მე ვუპასუხე რომ ხანდახან კარგ ადამიანებსაც ემართებათ რაიმე ცუდი და არავინ არ იცის რატომ. მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამის გადალახვა შევძლოთ" - ამბობს გაბის დედა.



გებიმ გაიარა სამ თვიანი კურსი ქიმიოთერაპიის, სიმსივნეს შემცირების მიზნით. გოგონას თავაზობდნენ სხვადასხვა მკურნალობის ხერხებს, მაგრამ ბოლოს შერჩეული იქნა "მბრუნავი პლასტიკა". ასეთ ხერხის ამპუტაციის დროს გოგონა ადვილად შეძლებდა მოძრაობას.



image


















"ჩვენ მოვუყევით გაბის ამის შესახებ და ვაჩვენებდით ვიდეო რგოლებს სადაც ბავშვები, რომლებმაც გაიკეთეს "მბრუნავი პლასტიკა" ერთობოდნენ, კატაობდნენ "როლიკებზე", და დგანან წყლის თხილამურებზე" - იხსენებს გაბის დედა.




image
































"როგორც კი დასრულდა ჩემი ფეხის ამპუტაცია პირველი რაც მინდოდა გამეკეთებინა - იყო სწრაფად ადგომა საავადმყოფოს საწოლიდან და სწავლა ნორმალურად სიარულის. მე ყოველთვის მიყვარდა ცეკვა, ამიტომ ჩემთვის მთავარი იყო სწრაფად მესწავლა სიარული. ეს არ იყო ადვილი. იყო ძალიან მტკივნეული. ძალიან ძნელი იყო ჩემი "ახალი მუხლი" გამეხადა "მოძრავი". მე დამჭირდა ერთი წელი და სპეციალისტების დახმარება რომ გადამედგა ნაბიჯი სხვისი დახმარების გარეშე. კიდევ ერთი წლის შემდეგ მე შემეძლო ცეკვა სცენაზე" - ყვება გები.




image
































ახლა კი გები მონაწილეობს ცეკვის შეჯიბრებებში და დიდ სტიმულს აძლევს, როგორც მწვრთვნელებს ასევე მოცეკვავეთა ჯგუფს. ასევე ის ეხმარება ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან ავთვისებიანი სიმსივნეთი "Truth 365"-ის დახმარებით, ის უზიარებს მათ თავის გამოცდილებას.




image


0
88
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0