რჩევები მოდიდან გამოსული და ის ნივთები, რომლითაც მოხდა მათი ჩანაცვლება 2016, 29 ივნისი, 12:36 მიუხედავად იმისა, რომ მოდა ცვალებადია, ის მაინც საკმაოდ დემოკრატიული არის. ზოგიერთი ნივთი შეგიძლიათ მშვიდად ატაროთ რამოდენიმე სეზონის მანძილზე და თქვენი სამოსი მოდურად ითვლებოდეს. მაგრამ, არის ისეთი ნივთებიც, რომლებიც მოდიდან კარგა ხნის წინ გავიდა, მაგრამ ჩვენს კარადებში ისევ იკავებენ ადგილს. გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებმაც უკვე დაკარგეს პოპულარობა და შეგიძლიათ თავიდან მოიშოროთ. 1. ასიმეტრიული კაბა და ქვედაბოლო წელს კაბის ყველაზე აქტუალური სიგრძე მიდი არის. 2. მოსახსნელი საყელომოსახსნელი საყელოები, ისე მალე გავიდა მოდიდან, როგორც შემოვიდა. მათი ადგილი დიდი ზომის მძივებმა და ყელსაბამებმა დაიკავა. 3. გრძელი გოფრე წვრილად დაგოფრილი ქვედაბოლო, სიგრძით იატაკამდე, გასულ სეზონზე იყო მოდაში. წელს კი უმჯობესია მას დავემშვიდობოთ, მითუმეტეს თუ ის ფერადი შეფერილობის არის. 4. ბანდაჟისმაგვარი კაბა ჯერ ერთი ასეთი კაბა, იშვიათად, რომ ვინმეს უხდებოდეს, რადგან ხაზს უსვამს ფიგურის ყველა ნაკლს, მეორეც – მოდაში ახლა უფრო თავისუფალი სილუეტები არის. 5. ბასკა ბასკა დიდი ხნის წინ გამოვიდა მოდიდან. მართალია, ასეთი სამოსი მოსახერხებელი არის წელის არეში ზედმეტი სანტიმეტრების დასამალად, მაგრამ ის მოდაში აღარ არის და ამ სტილის სანაცვლოდ, დიზაინერები მხოლოდ სპორტს გვთავაზობენ და გახდომას გვირჩევენ. 6. ეკლიანი სამოსი და აქსესუარები Valentino მიერ შემოღებული და დამკვიდრებული ეკლიანი სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, 4 წლის მანძილზე იყო აქტუალური. მაგრამ, ეს დეკორი, წელს უკვე მოდაში აღარ არის. 7. გახეხილი ჯინსები გახეხილი და მითუმეტეს «მოხარშული» ჯინსები, ყველაზე შორეულ კუთხეში უნდა გადაინახოთ. მოდაში ახლა შავი, ცისფერი და ლურჯი ჯინსი-სკინები არის. 8. კაფი საყურე ცალ ყურზე, გასული სეზონის ტრენდია. წელს მისი ჩანაცვლება გრძელი და «ლურსმანი» საყურეებით მოხდა. 9. სნიკერსები კედი პლატფორმაზე – ფეშენ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოდური გამოგონება არის. მაგრამ კედი, კედი უნდა იყოს, ხოლო ქუსლი ქუსლად დარჩეს! ამ სტილის ფეხსაცმლის მოდიდან გასვლით, ალბათ, ბევრს არ დასწყდება გული. 10. გლადიატორი 684 8-ს მოსწონს
|