საბუნებისმეტყველო ბონსაის მფრინავი ხეები-იაპონელების ახალი გამოგონება(ვიდეო) 2016, 23 ივნისი, 12:35 ჰიპნოზი, რენტგენული მხედველობა, ზემაგნიტურობა, ნათელმხილველობა, ტელეპათია?!არა, იაპონიაში მოდაშია ლევიტაცია!
იაპონელმა გამომგონებლებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მაგნიტური ლევიტაციის პრინციპი ბონსაის ხეებისთვის( ბონსაი-ოთახის პირობებში გამოზრდილი ჯუჯა ხე ან მცენარე, რომელიც ბუნებრივ პირობებში არსებული ხის ან მცენარის ზუსტი ასლია.) ხეს ათავსებენ სპეციალურ ქოთანში "little star", რომლის დიამეტრი 6 სმ-ია.ქოთანში მოთავსებულია მაგნიტი, ხოლო მეორე მაგნიტი სპეციალურ, "energy base"-ის პლატფომაზეა განთავსებული.სწორედ მასზე ილივლივებს ხე დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიმაღლეზე.მაგნიტის გარდა პლატფორმაზე განთავსებულია მბრუნავი მექანიზმი, ასე რომ ბონსაის ხე მასზე დაიწყებს ბრუნვას.თვითონ ხე ცოცხალია და მას რა თქმა უნდა მოვლა სჭირდება.ქოთანში ჩაფენილია წყლით გაჟღენთილი ღრუბელი. "energy base"-ი ენერგიის წყაროს როზეტიდან იღებს. სხვა რა შეგვიძლია ვთქვათ?ის, რომ ნამდვილად ეფექტური სანახავია, ზიხარ სახლში და შენს გარშემო ბრზიალებენ ჰაერში დაკიდებული მინიატურული ხეები. 230 5-ს მოსწონს 2-ს არა
|