სხვა მესამე მსოფლიო ომი ნაწილი 3 2016, 21 ივნისი, 21:00 ვერტმფრენში საწვავი კლებულობდა და ამიტომაც სადმე უნდა დაშვებულიყვნენ. ერთი პატარა კუნძული ამოირჩიეს და დაეშვნენ. კუნძული მცენარეებით დაფარულიყო. ივანემ და პეტრემ გადაწყვიტეს ემოგზაურათ და მოეძებნათ საკვები, რადგან ვერტმფრენში ცოტა საჭმელი იყო, თანაც მათ სურდათ ნაირ-ნაირი ხილი. მიდიოდნენ. პეტრემ თვალი მოკრა ერთ კარავს, შემდეგ მეორეს, შემდეგ რამდენიმეს. უკან წასვლა დააპირეს, თუმცა ერთმა ადამიანმა შეამჩნია და ყვირილი დაიწყო. სხვებმა ბანი მისცეს და დაედევნენ. უცნობებმა დაიჭირეს და ერთ კარავში შეიყვანეს. იქ დახვდათ მაღალი კაცი, სახე რამდენიმე ფერით ჰქონდა შეღებილი. რაღაც თქვა. პეტრე და ივანე თოკით ერთ ბოძს მიაბეს. ხალხი მოვიდა და დაიწყეს ყვირილი, ხან ხილს აყრიდნენ, ხან ნაგავს და ხან რას. ბოლოს შეღებილმა, რომელიც ბელადი აღმოჩნდა(რადგან ყველა ემორჩილებოდა), თითით ანიშნა სხვებს რაღაც. ჩამოხსნეს და თავი მიწაზე დაადებინეს. პეტრე და ივანე შიშისგან ცახცახებდნენ. ველურებმა მოიტანეს ქვები და დაუმიზნეს, მაგრამ უეცრად ცაზე ვერტმფრენმა გაიფრინა. ყველა შეშინდა. ისიც დაჯდა მიწაზე. უცნობები ვერტმფრენთან მივიდნენ. ამით პეტრემ და ივანემ ისარგებლეს და გაიქცნენ.
*** ივანე და პეტრე ტყეში იყვნენ დამალულნი მშვიდად, სანამ თოფის გასროლის ხმა არ გაისმა. - რა მოხდა? - იკითხა ივანემ. - მგონი მოსულებმა ამ შტერებს თოფით პასუხი აზღვევინეს. - უპასუხა პეტრემ. - ვითომ? საიდან მოვიდნენ? - არ ცხრებოდა ივანე. - რას გაიგებ, არ მივიდეთ, საშიშია, მოვიცადოთ! - თქვა პეტრემ. - კარგი! მე დავიძინებ, შენც არ გაწყენს. - შესთავაზა ივანემ. რამდენიმე წუთში დაეძინათ დაღლილებს, სანამ არ იგრძნეს ხელის მოთათუნება. *** - გამარჯობა, ბატონებო. - მიესალმა ჩამოსული. ჩანდა რუსი იყო აღნაგობით. - გამარჯობა, როგორ გადარჩით? - მიესალმა და შეეკითხა ივანე. - რომ ჩამოვედით ვერტმფრენიდან ესენი მოგვაწყდნენ. მე თოფით ვუმასპინძლე და მათი ერთი კაცი მოვკალი, შეღებილი რომ აქვს სახე. - უპასუხა ჩამოსულმა. - ეგ ბელადი იყო. აქ რატომ ჩამოხვედით? - შეეკითხა პეტრე. - არავის უთხრათ! გამოვიქეცით. ჩემ გარდა კიდევ ერთი იყო, მაგრამ მოკლეს. თქვენ? - შეეკითხა ჩამოსული. - ჩვენც. თქვენი სახელი? - იკითხა ივანემ. - ვლადიმერი. - უპასუხა ჩამოსულმა. - თქვენი? - მე ივანე, ის პეტრეა. - უპასუხა ივანემ. *** ჩამოსვლისთანავე შიშის ზარი დასცა ვლადიმერმა ამ კუნძულზე თავისი თოფით. ივანე და პეტრემ ადვილად გაუგეს, რადგან თვითონაც გამოქცეულნი იყვნენ და შეთახმდნენ, რომ ომის დასრულებამდე აქ უნდა ყოფილიყვნენ. სირთულე არ ჰქონიათ, ყველა ემორჩილებოდა. 5 წლის შემდეგ გადაწყვიტეს წასულიყვნენ კუნძულიდან ვლადიმერის ვერტმფრენით და ასეც მოიქცნენ. *** ყოველი შემთხვევისთვის გადაწყვიტეს რუსეთში მოხვედრილიყვნენ ატლანტის ოკეანის გავლით, თანაც კანადაში ვლადიმერს ძმა ჰყავდა და დიდი ხანი არ ენახა, ცოტა ხნით მოინახულებდა და სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. მიფრინავდნენ და ყველაფერი კარგად იყო, სანამ ატლანტის ოკეანის "მშვენება" არ დაატყდათ თავს! 103 7-ს მოსწონს
|