სხვა მესამე მსოფლიო ომი ნაწილი 2 2016, 21 ივნისი, 13:47 ივანესთან და პეტრესთან ვერტმფრენში კიდევ 2 ადამიანი იმყოფებოდა. ერთი იყო რიგითი ჯარისკაცი, მეორე კი ამ ჯგუფის უფროსი. პილოტად პეტრე დანიშნეს, დამხმარედ ივანე, ისინი მორიგეები იყვნენ. დანარჩენ ორს ეძინა. ღამის 5 საათი იქნებოდა. როდესაც მიფრინავდნენ უფროსი ადგა და როგორც იცოდა ხოლმე, წყალი დალია, მაგრამ ამ დროს ფეხი აუცურდა და თავით დაეცა. ივანე გაიქცა საშველად და წამოაყენა. მას მედიცინისა გაეგებოდა და უშველა. გადარჩენით გადაარჩინა, თუმცა უფროსმა ფსიქიკური ტრამვა მიიღო და შეიშალა. შეშლას ხელი შეუწყო ასაკმაც და გადატანილმა ტკივილებმაც. ივანემ კი შეიყვანა საძინებელში და დააწვინა.
*** ნახევარი საათი გავიდა. უფროსი ადგა და აიღო დანა. მივიდა მძინარე ჯარისკაცთან და მოკლა. ახლა გადაწყვიტა მორიგეებთან მისულიყო და ეთქვა ანტარქტიდაზე წამიყვანეთო. ასეც მოიქცა. ჯერ წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ უფროსი დანით იმუქრებოდა. - ივანე, რატომ მოიქცა ასე ის? - შეეკითხა ჩურჩულით პეტრე. - მგონი მოგზავნილია, მაგრამ ანტარქტიდაზე რა უნდა? - კითხვა შეუბრუნა ივანემ. - არ ვიცი. - უპასუხა პეტრემ. რამდენიმე საათში ანტარქტიდასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ არ დაეშვნენ. თურმე საქმე ამაში იყო: რუსეთი ყოველი შემთხვევისთვის ატომურ ბომბს ინახავდა და სწორედ აქ შეინახა. უფროსმა იცოდა და რადგანაც გაგიჟდა გადაწყვიტა გაენადგურებინა ანტარქტიდა. მან სწარაფად დააჭირა ღილაკს, რომელზეც არავინ აჭერდა და ჩამოაგდო ატომური ბომბი! *** ბედად ანტარქტიდა გადარჩა, რადგან ბომბი წყალში ჩავარდა, მხოლოდ ერთი აისბერგი განადგურდა. ეს შეამჩნიეს ამ ადგილზე მომუშავე ამერიკელმა მეცნიერებმა და ამერიკას შეატყობინეს. გიჟი კი ცოტა ხანი ბოლთას სცემდა და უგონოდ დაეცა... *** ივანემ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ახლა მხოლოდ უნდა წოლილიყო. მიხვდნენ, რომ გაგიჟდა. როცა ის დატოვეს მკვდარი ჯარისკაცი ნახეს! ნახევარი საათის შემდეგ კი ივანემ ნახა უფროსი და სახტად დარჩა: უფროსი მკვდარი იწვა ლოგინზე და მას ხელი ეკიდა დანაზე, რომლითაც თავი მოიკლა! გული დაწყდათ, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთ კუნძუოლზე დასახლებულიყვნენ ომის დასრულებამდე. 105 8-ს მოსწონს |
თუმცა ვფიქრობ ფანტასტიკის მიმართულებით დაწერე სტატია და "მოსულა"...