x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
"ბრავო ნინა, შენ მე მომიგე!"-მაიკო კაჭკაჭიშვილის სკანდალური პოსტი.
image
ყველაზე პოპულარული მუსიკალური მეგა-შოუს "იქს ფაქტორის" გუშინდელ ლაივ-კონცერტზე მუსიკოსის მაიკო კაჭკაჭიშვილის 12 წლის ვაჟიშვილი დათუნა ლაზარიშვილი უკვე მეორედ მოხვდა აუტსაიდერებში. დათუნასთან ერთად პროექტიდან გაგდების მეორე კანდიდატი მიშო სულუხია იყო. ჟიურის გადაწყვეტილებით პროექტში დათუნა ლაზარაშვილი დარჩა. გადამწყვეტი ხმა ნინა სუბლატს ეკუთვნოდა, რომელმაც დათუნას სასარგრბლოდ გააკეთა არჩევანი.

ამასთან დაკავშირებით, მაიკო კაჭკაჭიშვილი სკანდალურ პოსტს აქვეყნებს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"დარწმუნებული ვიყავი რომ გავარდნილი იყო, მე დარბაზიდან გავედი...

არ მინდოდა მენახა და მომესმინა როგორ ტოვებდა პროექტს... მარიკო ლეჟავა მოვიდა- გილოცავო და გავოგნდი... ვერ გეტყვით რომ სიხარულით ცას ვეწიე, იმიტომ რომ 12 წლის მომღერალი, რომლისთვისაც არ არსებობს სირთულე არც ვოკალურად არც ტექნიკურად, არც დიაპაზონის მხრივ, თან ტონალობასთან კონფლიქტში არ არის, აუტსაიდერად არ უნდა მდგარიყო მეორედ... მიუხედავად იმისა, რომ ნინა სუბლატთან დაკავშირებით საყვედური გამოვთქვი ერთ-ერთ შოუში, ამას როგორც გამოჩნდა ნინაზე გავლენა არ მოუხდენია... ბრავო ნინა, შენ მე მომიგე!"imageimage

image


ამ პოსტს მაიკო კაჭკაჭიშვილის ფეისბუქ-მეგობრები ეხმიანებიან:

"მიყვარს მე ეს ბავშვი, როგორ გაუფართოვდა თვალები, რომ გაიგო რჩებოდა. აუ, მესამედ ნუღა დავაყენებთ რა აუტსაიდერებში რა... ასეთ ასაკში ასე მღეროდე ნუ რავი... ბრავო დათუნა, საყვარელო შენ!"

"დაყრუვდა ქართველი ერი! ბავშვმა მეტი რაღა გააკეთოს, გენიოსია! თქვენ ყურებ მიხატულებო, დაურეკეთ მერე რომ ტლიკინებთ. 12წლის ბავშვი ანგრევს ყველაფერს... აი, ეს არის ნიჭიც და ყველაფერი... აღარ გვინდა ეს მიხველებული ფირფიტა... სიახლე გვინდა და ეს სიახლეა გემოვნება, ნიჭი და ჩვენი სიამაყე. სადაც არ უნდა გაიტანო დათუნა ლაზარიშვილია და დაურეკეთ ცალ ფაზიანებო, ყრუებო, დაურეკეთთთ!!! ნინა, სუპერ გოგო ხარ და ეს გადაწყვეტილაბა, გავა დრო და დათუნა დიდი ვარსკვლავი რომ გახდება, დაგიფასდება და ამ გადაწყვეტილებით იამაყებ! მე მჯერა ამის..."

"ნუ გავაღიზიანებთ ადამიანებს ჯობია... ლანძღვით ხალხს ვერ "გაატოკებთ".... ბავშვის ნიჭთან და სიმღერის შესრულებასთან მიმართებაში სრულიად გეთანხმებით !!!!"

"მე ვფიქრობ, რომ გვარამია ცუდ სამსახურს უწევს თავისი გუნდის წევრებს. მე პირადად მაღიზიანებს ასეთი რქებით მიწოლა. ფაქტიურად შეთქმულებაში დაადანაშაულა ჟიურის წევრები..."

"რაც შეეხება სულუხიას, საერთოდ არ მიეკარა გულს მისი ნამღერი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა თავისთავად გულგრილს არ გტოვებს. თანაც იმის ფონზე, რომ ამხელა მუსიკალური სკოლა აქვს გავლილი, ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელსაც შეცდომაც აღარ ქვია, რასაც ვერავინ იტყვის დათუნაზე. მე მაპატიეთ."

1
1195
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1195
  
2016, 21 ივნისი, 16:29
დათუნა მაგარი ბავშვია, მაგრამ სულუხიაც არაჩვეულებრივად მღეროდა... ჩემი აზრით არცერთი არ უნდა მოხვედრილიყო აუტსაიდერებში!
0 1 1