x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
"ახალი ხმის" მონაწილე საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

image


ჩიკაგოში გარდაიცვალა "ახალი ხმის"(The Voice) ყოფილი მონაწილე ალეხანდრო ფუენტესი.



მომღერალი ჩიკაგოდან, მექსიკური "ახალი ხმის" ყოფილი მონაწილე ალეხანდრო "ჯანო" ფუენტესი გარდაიცვალა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.


45 წლის ფუენტესს სამჯერ ესროლეს თავში, როდესაც ავტომობილში საკუთარ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.ამ დღეს ის თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა.შეიარაღებულმა მამაკაცმა ალეხანდროს უბრძანა მანქანიდან გადმოსულიყო.როგორც WGN-ი იუწყება, მომღერალმა, რომელიც წითელ კაბრიოლეტში იჯდა, უარი განაცხადა გადმოსვლაზე.ამის შემდეგ თავდამსხმელმა ფუენტესს ესროლა.შემთხვევა 16 ივნისს მოხდა, იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ექიმები რამდენიმე დღე იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ უშედეგოდ.


image

ჯერჯერობით პოლიციისთვის უცნობია თავდამსხმლის ვინაობაც და მოტივიც.


შეგახსენეთ, ათიოდე დღის წინ ორლანდოში კიდევ ერთი "ახალი ხმის" მონაწილე, 22 წლის კრისტინა გრიმი მოკლეს.




0
176
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0