x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ბუმერანგის ეფექტი» სინამდვილეში არა ყოფილა

imageimage

ინტერნეტში უკვე დიდი ხნის მანძილზე, დროდადრო, ჩნდება ლამაზი ისტორია, იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა უინსტონ ჩერჩილი პენიცილინმა – სახელწოდებით, «ბუმერანგის ეფექტი». აი, ეს ისტორია:

image

«ბუმერანგის ეფექტი»

image

XX საუკუნის დასაწყისში, ერთი შოტლანდიელი ფერმერი სახლში ბრუნდებოდა. მან ჭაობის გვერდით გაიარა და ყვირილის ხმა გაიგონა. ვიღაცა შველას ითხოვდა. ფერმერი იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა და პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც ჭაობიდან ამოსვლას ცდილობდა. ფერმერმა სასწრაფოდ მოჭრა მსხვილი ტოტი და ფრთხილად გადააწოდა მისი ერთი ბოლო ბავშვს. ჭაობიდან ამოსვლის შემდეგ, აკანკალებული ბიჭი კიდევ კარგა ხანს ტიროდა.

– წამოდი ჩემთან სახლში – უთხრა ფერმერმა – შენ უნდა დაწყნარდე და გათბე.
– არა, არა – ბავშვმა თავი გააქნია – მე მამა მელოდება და ალბათ, უკვე ღელავს.
მან მადლობა გადაუხადა თავის გადამრჩენს და გაიქცა... დილით კი, ფერმერმა დაინახა, რომ მისი სახლის წინ ეტლი გაჩერდა, რომელშიც ჯიშიანი ცხენები იყო შებმული. ეტლიდან კარგად ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა და ფერმერს მიმართა:
– თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი?
– დიახ, მე – უპასუხა ფერმერმა.
– რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
– ნუ მაწყენინებთ ბატონო. თქვენ ჩემი არაფერი გმართებთ. მე ისე მოვიქეცი, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა ჩემს ადგილზე – უპასუხა ფერმერმა.

– არა, მე არ შემიძლია ყველაფერი ასე დავტოვო, რადგან ჩემი შვილი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის. ამიტომ, თანხა დამისახელეთ, – უკან არ იხევდა ბავშვის მამა.
– მე ამ თემაზე აღარ მსურს ლაპარაკი. კარგად იყავით. – ფერმერი მიბრუნდა, რომ იქავრობას გასცლოდა და ამ დროს, სახლის ზღურბლზე, მისი პატარა ბიჭი გამოჩნდა.
– ეს თქვენი შვილია? – იკითხა სტუმარმა.
– დიახ, – სიამაყით უპასუხა ფერმერმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.
– მოდი ასე მოვიქცეთ – უთხრა გადარჩენილი ბავშვის მამამ – მე თქვენს შვილს ლონდონში წავიყვან და მის განათლებას დავაფინანსებ. თუ ის, ისეთივე ღირსეული ადამიანია, როგორიც მისი მამა არის, ამ გადაწყვეტილების შესახებ, არც თქვენ და არც მე არ ვინანებთ.

ამ შემოთავაზებაზე ფერმერმა უარი ვეღარ თქვა. საქმე ხომ მისი შვილის მომავალს ეხებდა.

გავიდა წლები. ფერმერის შვილმა ჯერ სკოლა დაამთავრა, შემდეგ, სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი გახდა. ის ალექსანდრე ფლემინგი იყო. ადამიანი, რომელმაც პენიცილინი გამოიგონა.

ომის დაწყების წინ, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში, ფილტვების ანთების უმძიმესი ფორმით, იმ კაცის შვილი მოხვდა, ვინც ფლემენგის სწავლა დააფინანსა. და ის სწორედ ა. ფლემინგის მიერ გამოგონილმა პენიცილინმა გადაარჩინა.

კაცი, რომელმაც ფლემინგი ლონდონში წაიყვანა და განათლება მისცა, ლორდ რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილი, გაერთიანებული სამეფოს მომავალი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მამა იყო.

შესაძლებელია, სწორედ ეს ისტორია გაახსენდა უინსტონ ჩერჩილს, როდესაც თქვა: «შენს მიერ გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება».

ეს მართლაც ძალიან ლამაზი ისტორია არის, მაგრამ სიმართლეს არ შეეფერება. ის გასული საუკუნის 50-იან წლებში, აშშ-ში, «სიკეთის ძალის» რელიგიურმა მიმდევრებმა მოიგონეს და გაავრცელეს. იმ შემთხვევაში, თუ გასული საუკინის ისტორიულ ფაქთებს და ამ ისტორიაში მონაწილე პირების ბიოგრაფიულ მონაცემებს შევადარებთ, მივხვდებით, რომ ზემოთ მოთხრობილი ამბავი, ვერანაირად ვერ მოხდებოდა:


1. უ. ჩერჩილი 1874 წელს დაიბადა, ხოლო ალ. ფლემინგი 1881 წელს. როდესაც ჩერჩილს ფილტვების ანთება პირველად დაემართა (ეს ფაქტი მის ბიოგრაფიაში არის დაფიქსირებული), ფლემინგი 5 წლის იყო.

2. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩერჩილი ჭაობში იხრჩობოდა შოტლანდიაში ან სხვა ადგილზე.
3. მართალია ფლემინგი ფერმერის შვილი იყო, მაგრამ ის 12 წლის ასაკამდე სოფლის სკოლაში სწავლობდა და კიდევ 2 წელი – კილმარნოკის აკადემიაში (შოტლანდია). მას მდიდარი მფარველი არა ჰყოლია და მხოლოდ 16 წლის ასაკში გადავიდა ლონდონში, უფროს ძმასთან, რომელიც ექიმი-ოფთალმოლოგი იყო და ალექსანდრემაც ექიმობა გადაწყვიტა. სამედიცინო სკოლაში და მოგვიანებით, უნივერსიტეტში სწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტიპენდია მიიღო და თავი რომ შეენახა, სწავლის პარალელურად, მუშაობდა.

4. პენიცილინის წარმოება 1943 წელის II ნახევარში დაიწყო. სწორედ იმ წელს გავრცელდა ინფორმაცია ჩერჩილის ავადმყოფობის შესახებ. ავად ჩერჩილი ტუნისში გახდა და მაშინ ჯერ ჯიდევ არ იყო წამლის წარმოება დაწყებული.

image

image

უ. ჩერჩილი სიტყვით გამოდის ბრიტანელი ჯარისკაცების წინაშე. ტუნისი, 01. 06. 1943 წ.

image

გაზეთებში წერდნენ, რომ პრემიერი პენიცილინმა გადაარჩინა. სინამდვილეში ის გერმანული, M&B - May and Baker Pharmaceuticals კომპანიის მიერ წარმოებული, სულფადიაზინით მკურნალობდა და ასეთი ტყუილის თქმის მიზეზი, შესაძლებელია, პატრიოტული გრძნობება იყო, ან იქნებ ეს ტყუილი, სარეკლამო კომპანიის ნაწილიც იყო. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს გახდა, ზემოთ მოყოლილი ისტორიის საფუძველი.

0
338
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0