სხვა დისნეილენდში ალიგატორმა ბავშვი მოიტაცა 2016, 15 ივნისი, 12:48 ტრაგედია პირდაპირ მსოფლიოში ცნობილ პარკში დატრიალდა. ქალაქი ორლანდო(ფროლირიდის შტატი) კვლავ ყურადღების ცენტრშია, ჯერ იყო და საზარელი ტერაქტი გეი-კლუბში, ახლა კი დისნეილენდის პარკში საშინელი ტრაგედია დატრიალდა.ალიგატორმა ორი წლის ბავშვი წყალქვეშ ჩაითრია.შემთხვევა სასტუმრო Grand Floridian Resort & Spa-ს მახლობლად მოხდა. როგორც TMZ იტყობინება, საღამოს დაახლოებით 9 საათზე პატარა ბიჭუნა მტაცებელმა ატრაქციონ "7 ზღვის ლაგუნას" ტერიტორიიდან გაიტაცა.მამა ცდილობდა ბიჭუნა გამოეტაცა მტაცებელისთვის, რის შედეგადაც მამაკაცმა რამდენიმე ადგილზე დაზიანებები მიიღო.დედაც შევიდა წყალში, რომ შვილი ეპოვა, მაგრამ უშედეგოდ.ოჯახი ნებრასკას შტატიდან ჩამოვიდა დისნეილენდში 4 წლის ქალიშვილთან და 2 წლის ბიჭუნასთან ერთად. როგორც შერიფის წარმომადგენელმა როზი სილვამ განაცხადა, ტერიტორია შემოღობილია, მიმდინარეობს ბავშვის ძებნა.წყალთან სასწრაფო დახმარების კარეტები მორიგეობენ. 164 7-ს მოსწონს 2-ს არა
|