x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უეფამ რუსეთის ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა
imageუეფა იუწყება, რომ რუსეთს პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.


ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე თუ კიდევ განმეორდება მასიური არეულობები და ჩხუბი რუსი გულშემატკივრების მხრიდან რუსეთის საფეხბურთო ნაკრები მოიხსნება ჩემპიონატიდან.


დამატებით უეფამ 150 000 ევრო ჯარიმა დააკისრა რუსეთის საფეხბურთო კავშირს იმ არეულობის გამო, რომელიც გულშემატკივრებმა მარსელის სტადიონზე მოაწყვეს.


რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ რუსეთის მხარე უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.



აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა 11 ივნისს ინგლისი-რუსეთის მატჩის დროს რუსი გულშემატკივრების ხულიგნური ქმედება, რომლის დროსაც 30-მა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.


მეორე დღეს უეფა ინგლისის და რუსეთის ნაკრებს ევრო 2016-დან მოხსნით დაემუქრა, დაკავებულია 20 ინგლისელი გულშემატკივარი, რუსები ჯერჯერობით ვერ დააკავეს, რადგან შემთხვევის ადგილიდან უმალ მიიმალნენ.



0
42
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0