ფეხბურთი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანი პოლიციამ მაისურზე ამაზრზენი წარწერის გამო დააკავა 4 ივნისი, 18:24 ![]() 33 წლის ჯეიმს უაიტი, უორვიკშირიდან, პოლიციამ დააკავა მაისურზე მუქარის და შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამაინებში პანიკა და განგაში, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი. ის ჯერჯეორბით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს; ჯეიმს უაიტი ვილესდენის მაგისტრატურ სასამართლოში ორშაბათს, 19 ივნისს წარდგება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება. ![]() ![]() ცნობილი ტრაგედია მოხდა 1989 წლის 15 აპრილს ჰილსბოროს სტადიონზე, შეფილდში, ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დროს, რა დროსაც ერთმანეთს ხვდებოდნენ "ნოტინჰემ ფორესტი" და "ლივერპული"; ჭყლეტის შედეგად დაიღუპა "ლივერპულის" 96 გულშემატკივარი. 97-ე ხანგრძლივი კომის შემდეგ 2021 წელს გარდაიცვალა.საერთო ჯამში, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო კიდევ 766-მა გულშემატკივარმა.(ფოტო ტრაგედიიდან) ![]() პოლიციამ უაითის ვინაობა კვირას, დღის მეორე ნახევარში დაასახელა, ინგლისის ფინალურ მატჩის დროს მის გარდა კიდევ 22 ადამიანი დააკავეს. "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში 2-1 დაამარცხა და მეშვიდედ მოიგო ეს ტიტული. 286 3-ს მოსწონს
|