x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7 საინტერესო ფაქტი სლავა მეტრეველზე
image

30 მაისი დიდი ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის დაბადების დღეა, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ქვემოთ გთავაზობთ 7 საინტერესო ფაქტს ლეგენდარული გარემარბის შესახებ.



*** მიხეილ მესხთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.




***სლავა მეტრეველი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა გოლი და პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ასევე, პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ფიფა-ს მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.




***სლავა მეტრეველი 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილეა და ერთი გოლის ავტორი.იმავე 1964 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.


image

***სლავა მეტრეველი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში.თამაშობდა სოჭის "სპარტაკში", გორკის "ტორპედოში", მოსკოვის "ტორპედოში" და თბილისის "დინამოში".


მიღწევები: 2-ჯერ ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-17 და 23-ე ადგილი), ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი, 3 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი და მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის ავტორი, (მესამე ადგილისთვის) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლის ავტორი, 1968 წლის მსოფლიო ნაკრების წევრი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონი, 2-ჯერ სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, 2-ჯერ ამავე თასის ფინალისტი, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ცხრაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან რვაჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო მარჯვენა გარემარბად.


***

ფეხბურთელისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა 1960 წელი. ამ დროს, 24 წლის მეტრეველი იყო მოსკოვის "ტორპედოს" ლიდერი, რომელიც ერთ სეზონში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი. ამავე წელს მეტრეველი სსრკ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც ფინალში გოლი გაიტანა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონი გახდა.


image


*** სლავა მეტრეველი ფაქტობრივად პირველი არაოფიაციალური ტრანსფერი იყო თბილისის "დინამოში", რომლის გადმოყვანაში დიდი როლი მიუძღვის იატაკქვეშა მილიონრებს, ძმებ ლაზიშვილებს და ირაკლი ნემსაძეს.



1964 წელს უკვე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, საჩემპიონო გადათამაშებაში თავის ყოფილ გუნდს მოსკოვის" ტორპედოს" ხვდება, "დინამო" იგებს 4:1-ს აქედან ერთი გოლი მეტრეველმა გაიტანა.




***სიცოცხლის ბოლო წლებში, იგი მძიმედ დაავადდა, მას დარღვეული ჰქონდა ტვინში სისხლის მიმოქცევა, იგი ფაქტიბრივად ვეღარავის ცნობდა, მხოლოდ უახლოეს ოჯახის წევრებს. გარდაიცვალა 1998 წლის 7 იანვარს 61 წლის ასაკში.


იმავე 1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად სლავა მეტრეველი (მიხეილ მესხისა და ბორის პაიჭაძის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის №3 საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.



***მის სახელს ატარებს სოჭის ცენტრალური სტადიონი, სადაც ასევე გახსნილია მისი სახელობის მემორიალური დაფა. 2014 წელს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ სოჭის ფილიალის თაოსნობით ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სლავა მეტრეველის ძეგლი გაიხსნა.(შეგახსენებთ, რომ იგი სოჭში დაიბადა)

0
394
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0