x
image
alex999
"პატარა დრაკონები", რომლებიც 100 წლამდე ცოცხლობენ!

კუდიან ამფიბიათა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ოლმი, რომელსაც ხალხში
პატარა დრაკონს ეძახიან. აქვთ წაგრძელებული სხეული, სუსტი კიდურები, გარეთა ლაყუჩები, კანქვეშ ჩამალული თვალები, უპიგმენტო კანი. ოჯახში 2 გვარია: ევროპული პროტეუსი (Proteus) და ამერიკული პროტეუსი (Necturus). ევროპული პროტეუსი მოიცავს მხოლდ ერთ სახეობას (Proteus anguinus), რომლის სხეულის სიგრძეა 28 სმ, წინა კიდურებზე 3 თითი აქვს, უკანაზე — 2. გავრცელებულია იუგოსლავიის კარსტულ მღვიმეებში, სინათლეს შეიგრძნობს მთელი კანით.



იკვებება უხერხემლოებით ცოცხლადმშობია. ამერიკული პროტეუსის გვარი მოიცავს 5 სახეობას, აქვს ძალზე პატარა თვალები, პიგმენტიანი კანი, 4-4 თითი ორსავე კიდურზე; ყველაზე მეტად ცნობილია Necturus maculosus, რომლის სიგრძეა 36 სმ, გავრცელებულია აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილსა და სამხრეთ კანადაში. ცხოვრობს მტკნარ წყალსატევებში.

image


ოლმები მრავლდებიან კვერცხებით. 5-10 წელისადში ერთხელ იბადებიან და ისინი გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს შორის ითვლებიან. პროტეუსები, იგივე ოლმები მეცნიერების მტკიცებით, 100 წლამდე ცოცხლობენ. სლოვენიის ტურისტულ ადგილში, სადაც ეს ცხოველი უკვე წლებია ცოცხლობს, იანვრის თვეში შეინიშნა კვერცხები.

image

პატარა პროთეუსების გამოჩეკვის პროცესისთვის თვალის დევნა, მეცნიერების სახელით უძლიერესი მომენტია.

image

23 კვერცხიდან, პირველი 30 მაისს გამოიჩიკა, ხოლო მეორე გასული კვირის ოთხშაბათს ნელ-ნელა გამოძვრა კვერცხიდან!

image

პოსტოინას გამოქვაბულის დირექტორი - სასო ველდტი: "ეს არის ისტორიის პირველი სერია, მაგრამ ახალი სერიის დასაწყისი იქნება თუ როგორ შეძლებენ ისინი კვერცხიდან გამოსვლის შემდეგ დამოუკიდელად კვებას და ცხოვრებას"


image

სასო ველდტის თქმით, ჯერ-ჯერობით პროთეუსების გამოჩეკვის პროცესი არავის უნახავს, მაგრამ ინფრაწითელი კამერების საშუალებით, ამ მომენტების დაფიქსირება წარმატებით განხორციელდა!

image

ველდტი და მისი თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ დარჩენილი "პატარა დრაკონებიც" კვერცხებიდან წარმატებით გამოიჩეკებიან.

image

პოსტოინას გამოქვაბულში, ადგილობრივ მუშაკებს ეხმარებიან ამფიბიის პროფესიონალური მომვლელებიც.

image

უცნაური არსებები ხშირად გვხვდება ბალკანეთის ნახევარკუნძულის მიწიქვეშა წყლებში. საუკუნეების წინ ეს არსება წყალდიდობამ ქუჩაში გამორიყა, აქედან გამომდინარე ხალხში მათ "პატარა დრაკონებს" ეძახიან.

image

ბალკანებში ადამიანები დრაკონებისადმი საკმაოდ კეთილგანწყობილნი არიან. მათ სჯერავთ ამ ცხოველის არსებობის. თუმცა ყველამ ვიცით რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ერთადერთი ცხოველი, რომელიც დრაკონებს ასე ძალიან ჰგავს, არის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ამფიბიის ოჯახის წევრი - პროთეუსი, მეორენაირად - ოლმი.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
197
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0