მეცნიერებმა მარსზე უცხოპლანეტელის გვამი აღმოაჩინეს
ნასას ავტომატურმა კვლევითმა აპარატმა მარსიდან სენსაციური ინფორმაცია მოაწოდა დედამიწას. ამ აპარატმა გადაიღო უცხოპლანეტელის გვამი მარსზე. ინფორმაციამ მალევე მიაღწია მედიამდე და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამერიკული სააგენტოების თანახმად, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნასას ექსპერიმენტთან მარსზე, ავტომატურმა კვლევითმა აპარატმა გადაიღო სურათი უცნაური და უცნობი არსების გვამის ( ჩონჩხის ). სურათზე სხეულის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ჩანს დანარჩენი დაფარულია. მთავარი კითხვა, რომელზეც ნასა ცდილობს იპოვოს პასუხი არის ასეთი სახის: "ეს არსება იყო წარსულში მარსის მკვიდრი, თუ უბრალოდ როგორღაც მოხვდა მარსზე?"
ეს ინფორმაცია მალევე გახდა სენსაციური. მრავალი მეცნიერი სკეპტიკურად უდგება ამ აღმოჩენას, მათი აზრით ეს უბრალოდ ქვებია, რომლებიც თავიანთი განლაგებით მოგვაგონებენ "ხვლიკის ხერხემალს". სხვები კი ამ ფოტოს ყალბად თვლიან. თუცმა რაში სჭირდება ნასას ასეთი "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება გაურკვეველია. ამჟამაც ჟურნალისტები ელიან ნასას მეცნიერების საბოლოო დასკვნებს ამ ფაქტთან დაკავშირებით.